თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დავით ჩიხელიძე: თუ ეს ორი ნარატივი ერთმანეთთან მჭიდროდ იქნება დაკავშირებული, საზოგადოებისთვის AfD-ის წინააღმდეგ მკაცრი ნაბიჯების გამართლება გაცილებით მარტივი გახდება- რუსეთი არის საფრთხე, AfD კი ძალა, რომელიც ამ საფრთხესთან კავშირშია გია აბაშიძე: გერმანიაში ერთი სულ უფრო თვალსაჩინო პარადოქსი იკვეთება: რაც უფრო ძლიერდება „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), მით უფრო მძაფრდება რუსული საფრთხის, ჰიბრიდული ომის, დივერსიებისა და ეროვნული უსაფრთხოების რიტორიკა ზაზა შათირიშვილი AFD-ს გაუქმების მცდელობაზე: „დიფ სთეითისვის“ ძალიან მნიშვნელოვანია  იმ პოლიტიკური ძალის გაუქმებას მიაღწიოს, რომელიც ოლიგარქიული ოჯახების მიერ შემუშავებულ დღის წესრიგს არ ექვემდებარება, ამის გაკეთება კი, საომარ მდგომარეობაში ძალიან მარტივდება ზაზა შათირიშვილი:  „AFD“-ს აკრძალვაზე საუბარი კვლავ გააქტიურდა და მსგავსი შინაარსის განცხადება რამდენიმე დღის წინ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა. მისი თქმით, „AFD“-ს  აკრძალვის პროცედურები რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს. აღნიშნული იდეის განხორციელებისთვის, იმ პირობებში, რომ გერმანიამ რუსეთი ლაიფციგში აეროპორტის თავდასხმის მცდელობაში სახელმწიფო დონეზე დაადანაშაულა, ნოყიერი ნიადაგი იქმნება ზაზა შათირიშვილი:  სახელისუფლებო ძალები, ფსევდოლიბერალური დღის წესრიგის გამტარებელი მედიასაშუალებები და პოლიტიკური ოპონენტები პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“  გამუდმებით თავს ესხმიან. არაერთხელ გაჟღერდა ამ პარტიის აკრძალვის მოწოდება და ინიციატივაც, თუმცა, „AFD”-ს  მზარდ მხარდაჭერას ვერაფერი მოუხერხეს
პოლიტიკა

გია აბაშიძე: გერმანიაში ერთი სულ უფრო თვალსაჩინო პარადოქსი იკვეთება: რაც უფრო ძლიერდება „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), მით უფრო მძაფრდება რუსული საფრთხის, ჰიბრიდული ომის, დივერსიებისა და ეროვნული უსაფრთხოების რიტორიკა

გია აბაშიძე: გერმანიაში ერთი სულ უფრო თვალსაჩინო პარადოქსი იკვეთება: რაც უფრო ძლიერდება „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD)…

ანალიტიკოსი გია აბაშიძე გერმანიაში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) პარტიის შესაძლო აკრძალვის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ პარტიის მზარდი მხარდაჭერის ფონზე გერმანიაში რუსული საფრთხის, ჰიბრიდული ომისა და ეროვნული უსაფრთხოების რიტორიკა სულ უფრო ძლიერდება.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, AfD სწორედ ის ძალაა, რომელიც ამ კურსს ღიად ეწინააღმდეგება. მისი თქმით, პარტიის ლიდერი ალის ვაიდელი რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას, მოსკოვთან ღია დიპლომატიური არხის შენარჩუნებას და უკრაინის ომის მოსაგვარებლად მოლაპარაკებებს ითხოვს.

აბაშიძის შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ AfD მსხვილ გერმანულ პოლიტიკურ ძალებს შორის ერთ-ერთია, რომელიც ამჟამინდელ საგარეო და გეოპოლიტიკურ კურსს მკვეთრად უპირისპირდება.

„ AfD-ის აკრძალვა — დემოკრატიის დაცვა თუ „არასასურველი“ ძალის ჩამოშორება?
გერმანიაში ერთი სულ უფრო თვალსაჩინო პარადოქსი იკვეთება: რაც უფრო ძლიერდება „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), მით უფრო მძაფრდება რუსული საფრთხის, ჰიბრიდული ომის, დივერსიებისა და ეროვნული უსაფრთხოების რიტორიკა.
AfD-ის აკრძალვის მოწოდებები გერმანიაში უკვე არაერთხელ გაისმა და კონკრეტული ინიციატივებიც იყო. მაგრამ ამან პარტიის მზარდ მხარდაჭერას ვერაფერი მოუხერხა.
პირიქით — 6 სექტემბერს AfD-მ საქსონია-ანჰალტის არჩევნებში 43.8% მიიღო და გერმანიის ომისშემდგომ ისტორიაში პირველად გახდა რეგიონულ არჩევნებში ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალა.
ამავე დროს, გერმანიაში რუსეთთან დაპირისპირება პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. დივერსიები, რუსეთის წინააღმდეგ ბრალდებები და ეროვნული უსაფრთხოების საკითხები სულ უფრო ხშირად გამოიყენება პოლიტიკური გადაწყვეტილებების გასამართლებლად.
და აქ ყველაზე საინტერესო იწყება.
AfD სწორედ ის ძალაა, რომელიც ამ კურსს ღიად ეწინააღმდეგება. პარტიის ლიდერი ალის ვაიდელი რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას, მოსკოვთან ღია დიპლომატიური არხის შენარჩუნებას და უკრაინის ომის მოსაგვარებლად მოლაპარაკებებს ითხოვს.
ამასთან, სწორედ გუშინ, 6 სექტემბერს, ვაიდელმა ვადამდელი ფედერალური არჩევნები ივარაუდა და განაცხადა, რომ ფრიდრიხ მერცის კანცლერის პოსტიდან წასვლას შობამდე ელოდება.
ანუ სურათი ასეთია: ამომრჩეველი AfD-ს აძლიერებს;
AfD არსებული საგარეო და უსაფრთხოების კურსის შეცვლას ითხოვს; რუსეთთან დაძაბულობა კი სულ უფრო მძლავრ პოლიტიკურ არგუმენტად იქცევა.
და ამ ყველაფრის ფონზე კვლავ ისმის AfD-ის აკრძალვის მოთხოვნა. სწორედ აქ ჩნდება ყველაზე მძიმე კითხვა: თუ საბოლოოდ „ეროვნული უსაფრთხოება“ და „რუსული საფრთხე“ გახდება იმ პოლიტიკური ძალის აკრძალვის საფუძველი, რომელსაც მილიონობით გერმანელი ამომრჩეველი უჭერს მხარს, მაშინ რას ვიღებთ — დემოკრატიის დაცვას თუ პოლიტიკური არჩევანის გაუქმებას?
მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება იმ ერთადერთ მსხვილ გერმანულ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ამჟამინდელ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ კურსს ასე რადიკალურად უპირისპირდება.
სწორედ ამიტომ სულ უფრო აქტუალური ხდება ეჭვი: Deep state-ს ხომ არ სურს არა უბრალოდ AfD-ის დამარცხება არჩევნებში, არამედ იმ ერთადერთი პოლიტიკური ძალის ჩამოშორება, რომლის კონტროლიც ვერ შეძლო?
თუ ამ პროცესის საბოლოო შედეგი AfD-ის აკრძალვა აღმოჩნდა, კითხვა უკვე მხოლოდ ამ პარტიაზე აღარ იქნება.
იქნება კითხვა იმაზე, რამდენად დემოკრატიულია გერმანული, ევროპული სისტემა, რომელიც ამომრჩეველს არჩევანის თავისუფლებას მხოლოდ მანამდე უტოვებს, სანამ ის ხელისუფლებისთვის მისაღებ არჩევანს აკეთებს.“ – წერს აბაშიძე.

მსგავსი სიახლეები.

დავით ჩიხელიძე: თუ ეს ორი ნარატივი ერთმანეთთან მჭიდროდ იქნება დაკავშირებული, საზოგადოებისთვის AfD-ის წინააღმდეგ მკაცრი… პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: თუ ეს ორი ნარატივი ერთმანეთთან მჭიდროდ იქნება დაკავშირებული, საზოგადოებისთვის AfD-ის წინააღმდეგ მკაცრი ნაბიჯების გამართლება გაცილებით მარტივი გახდება- რუსეთი არის საფრთხე, AfD კი ძალა, რომელიც ამ საფრთხესთან კავშირშია

1 წთ წინ4 წთ
ზაზა შათირიშვილი AFD-ს გაუქმების მცდელობაზე: „დიფ სთეითისვის“ ძალიან მნიშვნელოვანია იმ პოლიტიკური ძალის გაუქმებას მიაღწიოს… პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი AFD-ს გაუქმების მცდელობაზე: „დიფ სთეითისვის“ ძალიან მნიშვნელოვანია  იმ პოლიტიკური ძალის გაუქმებას მიაღწიოს, რომელიც ოლიგარქიული ოჯახების მიერ შემუშავებულ დღის წესრიგს არ ექვემდებარება, ამის გაკეთება კი, საომარ მდგომარეობაში ძალიან მარტივდება

57 წთ წინ3 წთ
ზაზა შათირიშვილი: „AFD“-ს აკრძალვაზე საუბარი კვლავ გააქტიურდა და მსგავსი შინაარსის განცხადება რამდენიმე დღის წინ გერმანიის… პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი:  „AFD“-ს აკრძალვაზე საუბარი კვლავ გააქტიურდა და მსგავსი შინაარსის განცხადება რამდენიმე დღის წინ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა. მისი თქმით, „AFD“-ს  აკრძალვის პროცედურები რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს. აღნიშნული იდეის განხორციელებისთვის, იმ პირობებში, რომ გერმანიამ რუსეთი ლაიფციგში აეროპორტის თავდასხმის მცდელობაში სახელმწიფო დონეზე დაადანაშაულა, ნოყიერი ნიადაგი იქმნება

58 წთ წინ3 წთ