— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთ წოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონებისგან დავალებით არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: მათი მთავარი დანაშაული ამ ქვეყნის წინაშე, არის კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, დემოკრატიის ძირის გამოთხრა და ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, როგორც ტერიტორიასთან დაკავშირებული, მათ მიერ გადადგმული მოღალატეობრივი ნაბიჯები თენგიზ შარმანაშვილი საერთაშორისო გამოხმაურებებზე: მოწოდება რომ იყოს, ნორმალური ასატანი იქნებოდა, მაგრამ ისინი გვიწყვეტენ ჩვენი კონსტიტუცია რა შემთხვევაში გამოვიყენოთ- რა შთაბეჭდილება უნდა დავტოვოთ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე, თუ მათი კარნახით დავიწყებთ კონსტიტუციის გამოყენებას თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენი ოპონენტები უბრალოდ აგროვებენ შუამდგომლობებს და ისეთი ფორმით აყენებენ, შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება. თუ არასწორი ფორმით აყენებ შუამდგომლობას, რა თქმა უნდა, არ დაკმაყოფილდება, მაგრამ მათ ყოველთვის აღქმები აინტერესებდათ ვიდრე ფაქტები
პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე

თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ…

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ სტატუსს გამოეხმაურა, სადაც ის  აღნიშნავს, რომ  ოპოზიცია ე.წ. second-hand ოპოზიციად იქცა და საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმაც კი უთხრა, რომ მათი “ერთადერთი შანსი სააკაშვილთან გაერთიანებაა.”

შარმანაშვილი სააკაშვილის ეგოიზმზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისი ეს განცხადება ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ოპოზიცია მთლიანად დამოკიდებულია გარედან მიღებულ დავალებებსა თუ გადაწყვეტილებებზე.

„წარმოიდგინეთ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ხალხი დამოუკიდებელი არ არის თავის გადაწყვეტილებებში ერთ ამბავს ატეხენ ხოლმე, რომ ასე არ არის და ჩვენ გადაწყვეტილებებს თავად ვიღებთ. პირდაპირ არის მექანიზმი აღწერილი. მიდიან პატრონებთან, პატრონები ეუბნებიან რაღაცას, მოდი ასე კი არაა, ისე გააკეთეთ, ესენი ეკამათებიან იმათ და უმტკიცებენ, რომ ჩვენ უფრო კარგად შეგვიძლია გავაკეთოთ და მოდით ის კი არ დაგვავალოთ, სხვა რამე დაგვავალეთ. პირდაპირ ნათლად აჩვენებენ, საიდან მოდის ეს გადაწყვეტილებები, ვისთან და  როგორ არკვევენ.

ჩვენ ჩვენ გადაწყვეტილებებს ვარკვევთ ჩვენ ამომრჩევლებთან და ქართველ ხალხთან და ეგენი მიდიან და არკვევენ და ეკამათებიან თავის პატრონებს. ეკამათებიან კარგი გაგებით, რომ დაანახონ, რომ უკეთესი გადაწყვეტილება დაგვავალეთ, ასე უფრო გვირჩევნია. ისინი არიან მათი პატრონები  და იმათთან აქვთ ურთიერთობა. ეს ნათლად აჩვენა სააკაშვილმა. სააკაშვილი რას ეუბნება ამ პოსტში?!- დაუჯერეთ იმ ხალხს, ვინც თქვენ გეუბნებათ ამას, რომ ჩემს გარშემო უნდა გაერთიანდეთ. იმას კი არ ამტკიცებს, რომ მე მაქვს ძალა, მე მაქვს ისეთი მოსაზრებები, გეგმები, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, იმათ დაუჯერეთო, აი ისინი რომ გეუბნებიანო, ჩვენი პატრონებიო, იმათ მოუსმინეთო. ეს პირდაპირი ლუსტრაციაა იმისა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. საქმე აინტერესებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სამყარო მის გარშემო ტრიალებს. ეგოიზმი მას იმთავითვე ჰქონდა“,- განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები.

არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთ წოდებულ პარტიებად დაშლილი… პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთ წოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონებისგან დავალებით

2 წთ წინ2 წთ
არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: მათი მთავარი დანაშაული ამ ქვეყნის წინაშე, არის კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით… პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: მათი მთავარი დანაშაული ამ ქვეყნის წინაშე, არის კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, დემოკრატიის ძირის გამოთხრა და ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, როგორც ტერიტორიასთან დაკავშირებული, მათ მიერ გადადგმული მოღალატეობრივი ნაბიჯები

6 წთ წინ3 წთ
თენგიზ შარმანაშვილი საერთაშორისო გამოხმაურებებზე: მოწოდება რომ იყოს, ნორმალური ასატანი იქნებოდა, მაგრამ ისინი გვიწყვეტენ… პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი საერთაშორისო გამოხმაურებებზე: მოწოდება რომ იყოს, ნორმალური ასატანი იქნებოდა, მაგრამ ისინი გვიწყვეტენ ჩვენი კონსტიტუცია რა შემთხვევაში გამოვიყენოთ- რა შთაბეჭდილება უნდა დავტოვოთ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე, თუ მათი კარნახით დავიწყებთ კონსტიტუციის გამოყენებას

8 წთ წინ2 წთ