— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა
პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა – ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო…

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ნიკა გვარამიას მიერ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „განულებული ავანტიურისტი“ ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილს აბრალებს იმას, რასაც ,,პოლიტიკური ლეში, მიხეილ სააკაშვილი და მისი ხროვა ნაცრეჟიმის დროს თავად სჩადიოდნენ”.

ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ფუფუნება-განცხრომისთვის სააკაშვილივით კი არ უპარპაშია და საკუთარი მილიარდები ქვეყანას დაახარჯა.

„სასამართლო დარბაზი მართლმსაჯულების ადგილია, ნიკა გვარამიასთვის კი — საკუთარი მარაზმის საჯარო ჩვენებაა. ხან ჰიგიენური ექსჰიბიციონიზმი, ხან აბსურდული ბრალდებები… მაგრამ ნაცგოიმური პერფორმანსი იწურება და სამართლიანი ვერდიქტი გარდაუვალია. განულებული ავანტიურისტი ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილს აბრალებს იმას, რასაც პოლიტიკური ლეში, მიხეილ სააკაშვილი და მისი ხროვა ნაცრეჟიმის დროს თავად სჩადიოდნენ.

მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას. ამ ყველაფერს ივანიშვილების ოჯახი საკუთარი სახსრებით აფინანსებდა.

ბიძინა ივანიშვილს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ფუფუნება-განცხრომისთვის სააკაშვილივით კი არ უპარპაშია — საკუთარი მილიარდები ქვეყანას დაახარჯა. მისი არაერთი უანგარო ქველმოქმედება დღემდე ფართო საზოგადოებისთვისაც კი უცნობია, ყველა გადასახადი კი აბსოლუტურად სუფთად გადაიხადა.

და დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გვარამიას ამ ბოროტ სიბრიყვეს რომ ისმენ, მხოლოდ ერთი მწვავე კითხვა იბადება: აქვს კი დაცემასა და უტიფრობას რაიმე ზღვარი?! სამართლიანი, კანონიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება ახლოვდება. ეს ტოქსიკური ცირკაჩობაც მალე დასრულდება!“ – წერს აბაშიძე.

მსგავსი სიახლეები.