— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
პოლიტიკა

გია აბაშიძე: ისედაც აფინანსებს სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებს ყოველწლიურად 3 მილიონით – ეტლები, მასაჟები და ა.შ., მაშ, რას მოითხოვენ„ნაცმანქურთები“ სხვების შეცდომაში შეყვანითა და ბილწი პოლიტტექნოლოგიური შულერობით?!  

გია აბაშიძე: ისედაც აფინანსებს სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებს ყოველწლიურად 3 მილიონით –…

უსამშობლო მანიპულატორების მოთხოვნებში თავიდან იყო  – “წამალი ბავშვებს”, “მთავრობას ფული ენანება”. დაიწყო საზოგადოებრივი კამპანია თანხების შეგროვებისთვის. ნაცგაიძვერებმა იციან, რომ ჯერ არ არსებობს აპრობირებული ჯადოსნური მედიკამენტი და ახლა მოითხოვენ, რომ მობილიზებული თანხებით დაავადებულ ბავშვებს შეუძინონ ეტლები და მიაწოდონ ჯანდაცვის აუცილებელი სერვისები – წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, გულწრფელი თანადგომა ფასდაუდებელია, მაგრამ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების უმძიმესი პრომლემების უკან ამოფარებულია პოლიტიკურ დივიდენდებზე დახარბებული „ნაცსექტა“.

„გულწრფელი თანადგომა ფასდაუდებელია, მაგრამ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული (DMD) ბავშვების უმძიმესი პრომლემების უკან ამოფარებულია პოლიტიკურ დივიდენდებზე დახარბებული ნაცსექტა.

უსამშობლო მანიპულატორების მოთხოვნებში თავიდან იყო  – “წამალი ბავშვებს”, “მთავრობას ფული ენანება”. დაიწყო საზოგადოებრივი კამპანია თანხების შეგროვებისთვის. ნაცგაიძვერებმა იციან, რომ ჯერ არ არსებობს აპრობირებული ჯადოსნური მედიკამენტი და ახლა მოითხოვენ, რომ მობილიზებული თანხებით დაავადებულ ბავშვებს შეუძინონ ეტლები და მიაწოდონ ჯანდაცვის აუცილებელი სერვისები.

ყურადღება! ამას ისედაც აფინანსებს სახელმწიფო ყოველწლიურად 3 მილიონით (ეტლები, მასაჟები და ა.შ.). მაშ რას მოითხოვენ ნაცმანქურთები სხვების შეცდომაში შეყვანითა და ბილწი პოლიტტექნოლოგიური შულერობით?!  

უდიდესი მადლობა და პატივისცემა თითოეულ თანამემამულეს გაღებული ალალი მოწყალებისთვის!

მაგრამ ნაცპარაზიტები რომ ამოსაშანთნი არიან, კიდევ ერთხელ დარწმუნდება არაერთი, ადრე თუ გვიან DMD-ზე არაკაცური და არაქალური ნაცსპეკულანტობის გამოც!“ – წერს აბაშიძე.