— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
პოლიტიკა

გია აბაშიძე: “ქართული ოცნება” მრავალი მიმართულებით სთავაზობს ხალხს იმას, რა დაპირებების გამოც აირჩიეს, ამით აიხსნება მრავალჯერადად გამარჯვება

გია აბაშიძე: “ქართული ოცნება” მრავალი მიმართულებით სთავაზობს ხალხს იმას, რა დაპირებების გამოც აირჩიეს, ამით აიხსნება…

“რუსთავი-2”-ის დებატებში, ერთ-ერთმა ნაცპერსონაჟმა აღიარა, რომ “ქართული ოცნება” PR-ში მაგარია, “მხოლოდ” ერთეული ოპოზიციონერების ომის მხარდამჭერებად წარმოჩენაში; რადიკალებს არავინ უშლით დადგნენ მშვიდობის მხარეს. თუმცა, ერთეულები კი არადა, სექტის ყველა ანგარებიანი ადეპტი ორკესტრირებული განცხადებებით “გლობალური ომის პარტიის” მონაა. მათთვის მშვიდობიანი განვითარების მხარდაჭერა აკრძალულია გარე დესტრუქციული სპონსორებისგან.
სწორი პოლიტიკური “პიარი” (PR, Public Relations) არის საზოგადოების მოთხოვნებზე რეაგირება საქმიანობით თუ სხვადასხვა პოლიტიკის შეთავაზებით – იქნება ეს მშვიდობა, განვითარება თუ თვითმყოფადობის დაცვა. “ქართული ოცნება” მრავალი მიმართულებით სთავაზობს ხალხს იმას, რა დაპირებების გამოც აირჩიეს, ამით აიხსნება მრავალჯერადად გამარჯვება. ხოლო ნაცრადიკალების ნიშა არის წოწიალი ქუჩებში, სიბრიყვეების ფრქვევა, დაჯღანული პერფორმანსები, მათ შორის უსამშობლოთა ტელესტუდიებში. არ სურთ ამ შმორიდან ამოსვლა, ეს მათი ნებაა. 2028 წელს სხვა კონსტრუქციული ოპოზიციური პარტიები დაწინაურდებიან არჩევნებში.“- წერს აბაშიძე.