— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა
პოლიტიკა

გია აბაშიძე: Pan Herczyński, თქვენს სამშობლოში საკონსტიტუციო ტრიბუნალის მიტაცების თავხედური მცდელობა და სასამართლოს პოლიტიზება საერთოდ აღარ გიჩენთ კითხვებს? თუ პოლონეთში დემოკრატიის ნგრევას „ევროპული დინამიკა“ ჰქვია, ხოლო საქართველოში კანონის უზენაესობის დაცვას- „უკუსვლა“?

გია აბაშიძე: Pan Herczyński, თქვენს სამშობლოში საკონსტიტუციო ტრიბუნალის მიტაცების თავხედური მცდელობა და სასამართლოს…

ანალიტიკოსი გია აბაშიძე პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოში სპეცრაზმის შესვლის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის, ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს.

აბაშიძის შეფასებით, მაშინ, როდესაც ჰერჩინსკი საქართველოს ინსტიტუტებს აკრიტიკებს, პოლონეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მისი პოზიცია კითხვებს აჩენს.

„ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მხრიდან საქართველოს ინსტიტუტებზე მუდმივი იერიში უბრალოდ თვალთმაქცობა აღარ არის — ეს პოლიტიკური ცინიზმის მწვერვალია.
როდესაც პოლონელი დიპლომატი, რომლის სამშობლოშიც საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო განვითარებულმა პროცესებმა კონსტიტუციური კრიზისი გამოიწვია, საქართველოში „დემოკრატიის მცველის“ მანტიას ირგებს და ნაცრადიკალების ფინანსურ კვებაზეა გადასული, აქ ორმაგ სტანდარტზე საუბარიც კი მეტისმეტად რბილი შეფასებაა.
Pan Herczyński, თქვენს სამშობლოში საკონსტიტუციო ტრიბუნალის მიტაცების თავხედური მცდელობა და სასამართლოს პოლიტიზება საერთოდ აღარ გიჩენთ კითხვებს? თუ პოლონეთში დემოკრატიის ნგრევას „ევროპული დინამიკა“ ჰქვია, ხოლო საქართველოში კანონის უზენაესობის დაცვას — „უკუსვლა“?
პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ პოლონეთში კონსტიტუციური წესრიგის საფრთხეზე საგანგებო განცხადება უკვე გააკეთა. Pan Herczyński, ნუთუ თქვენი პრეზიდენტის ეს საგანგაშო გაფრთხილება უფრო ნაკლებ შეშფოთებას იმსახურებს, ვიდრე საქართველოს შესახებ თქვენი მუდმივი ევროფლიდური განცხადებები?
ბატონო ელჩო, ყალბი ყალბი ევროპული ღირებულებები საქართველოს სახელმწიფოზე უსინდისო და არგუმენტებისგან დაცლილი ზეწოლის პოლიტიკური იარაღი ვერ გახდება. საქართველოს სუვერენიტეტზე იერიშის მიტანა კონტრპროდუქტიულია ბრიუსელის ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი და ფარისეველი აქტორისთვის. პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის მიტაცება კი კატეგორიულად მიუღებელია EUSSR-ის მეთოდებით!“ – წერს აბაშიძე.

მსგავსი სიახლეები.