— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
პოლიტიკა

გია აბაშიძე: ფართოვდება იმ ევროპელ პოლიტიკოსთა სპექტრი, რომლებიც სამართლიანად ეჭვქვეშ აყენებენ ევროპარლამენტის იდეოლოგიურად გამოფიტული ჯფუფების პრეტენზიულ ნოტაციებსა და ფარისევლობას. რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი დასავლელი პოლიტიკური აქტორი აფიქსირებს, რომ რაღაც კი არადა, ყველაფერი დამპალა “ევროკრატიის სამეფოში

გია აბაშიძე: ფართოვდება იმ ევროპელ პოლიტიკოსთა სპექტრი, რომლებიც სამართლიანად ეჭვქვეშ აყენებენ ევროპარლამენტის იდეოლოგიურად…

ესტონელი ევროპარლამენტარი იააკ მედისონი აცხადებს: ALDE არის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც წევრი ქვეყნების პარტიებს ლექციებს უკითხავს, რომ ჩვენ არ მოგვწონს ის, რასაც თქვენ აკეთებთ, ჩვენ არ გვაინტერესებს არჩევნების შედეგები ან დემოკრატია, ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ ჩვენი იდეოლოგია – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

აბაშიძის თქმით, დასავლურ ფსევდოლიბერალურ მედიაში, მტაცებელი გლობალისტების დაკვეთით, კონსერვატიულ და პატრიოტულ ძალებს ე.წ. “ულტრებად” რაცხავენ ანდა ე.წ. “პრორუსულებად”. იმ ფონზე, როცა ბრიუსელის EUSSR არსებობის ბოლო ფაზაშია. ადრე თუ გვიან ამას ბალტიის თუ ევროპის სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებიც მიხვდებიან.

„ ფართოვდება იმ ევროპელ პოლიტიკოსთა სპექტრი, რომლებიც სამართლიანად ეჭვქვეშ აყენებენ ევროპარლამენტის იდეოლოგიურად გამოფიტული ჯფუფების პრეტენზიულ ნოტაციებსა და ფარისევლობას. რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი დასავლელი პოლიტიკური აქტორი აფიქსირებს, რომ რაღაც კი არადა, ყველაფერი დამპალა “ევროკრატიის სამეფოში”.
სარკასტული კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ კოლეგების უსაქციელობა იწვნია იმ ქვეყნის, ესტონეთის ევროპარლამენტარმა, რომლის ოფიციოზი დღემდე უნამუსოდ თავს ესხმის ქართველი ხალხის სუვერენულ პოლიტიკურ არჩევანს.
ესტონელი ევროპარლამენტარი იააკ მედისონი აცხადებს: ALDE არის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც წევრი ქვეყნების პარტიებს ლექციებს უკითხავს, რომ ჩვენ არ მოგვწონს ის, რასაც თქვენ აკეთებთ, ჩვენ არ გვაინტერესებს არჩევნების შედეგები ან დემოკრატია, ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ ჩვენი იდეოლოგია.
ესტონელ პოლიტიკოსს გაუჩნდა სერიოზული კითხვა – რამდენად შეუძლიათ ჟურნალისტებს შეინარჩუნონ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი ან დამალონ სიმპათია გარკვეული პოლიტიკური ძალების მიმართ?! გაუგებარია, როგორ შეიძლება თავმოყვარე ჟურნალისტმა ან მედია სახლმა პარტიას, რომელსაც საზოგადოებაში თითქმის 50-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს, ულტრამემარჯვენე უწოდოს სრულიად სერიოზული სახით.
დასავლურ ფსევდოლიბერალურ მედიაში, მტაცებელი გლობალისტების დაკვეთით, კონსერვატიულ და პატრიოტულ ძალებს ე.წ. “ულტრებად” რაცხავენ ანდა ე.წ. “პრორუსულებად”. იმ ფონზე, როცა ბრიუსელის EUSSR არსებობის ბოლო ფაზაშია. ადრე თუ გვიან ამას ბალტიის თუ ევროპის სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებიც მიხვდებიან. არ დაუგვიანდეთ…“ – წერს აბაშიძე

მსგავსი სიახლეები.

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს პოლიტიკა

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

36 წთ წინ1 წთ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

4 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

5 სთ წინ2 წთ