— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
პოლიტიკა

გია აბაშიძე: რადიკალური ოპოზიციისთვის „სანქცირებული რუსული გემები“ უკვე რიტუალურ მოჩვენებებად იქცა – არც გემი სჭირდებათ, არც მტკიცებულება. „რუბლოვნა-რუბლოვიჩების“ ნაცკლასტერის ვერსიებს მორიგ ჯერზე აცამტვერებს საქართველოსა და NATO-ს თანამშრომლობის განვითარების სხვადასხვა ასპექტი

გია აბაშიძე: რადიკალური ოპოზიციისთვის „სანქცირებული რუსული გემები“ უკვე რიტუალურ მოჩვენებებად იქცა – არც გემი სჭირდებათ…

რადიკალური ოპოზიციისთვის საქართველოს მიერ კონტროლირებად აკვატორიაში „სანქცირებული რუსული გემების“ მიმოსვლა უკვე რიტუალური მოჩვენებებია — არც გემი სჭირდებათ, არც მტკიცებულება. მთავარია, ბოროტი ტყუილი ხშირად იმეორონ და საკუთარი მანქურთული ფანტაზია ფაქტად გაასაღონ – წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, „რუბლოვნა-რუბლოვიჩების“ ნაცკლასტერის ვერსიებს მორიგ ჯერზე აცამტვერებს საქართველოსა და NATO-ს თანამშრომლობის განვითარების სხვადასხვა ასპექტი.

„რადიკალური ოპოზიციისთვის საქართველოს მიერ კონტროლირებად აკვატორიაში „სანქცირებული რუსული გემების“ მიმოსვლა უკვე რიტუალური მოჩვენებებია — არც გემი სჭირდებათ, არც მტკიცებულება. მთავარია, ბოროტი ტყუილი ხშირად იმეორონ და საკუთარი მანქურთული ფანტაზია ფაქტად გაასაღონ.
„რუბლოვნა-რუბლოვიჩების“ ნაცკლასტერის ვერსიებს მორიგ ჯერზე აცამტვერებს საქართველოსა და NATO-ს თანამშრომლობის განვითარების სხვადასხვა ასპექტი.
NATO-ს MARCOM-ის მობილური საწვრთნელი ჯგუფი საქართველოშია და სანაპირო დაცვის ცენტრში ჩატარდა სწავლება საზღვაო ოპერაციების უსაფრთხოებაზე, ნავსადგურების დაცვასა და კრიტიკული წყალქვეშა ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებაზე.
ანუ ნაცჩლუნგების ლოგიკით, NATO აძლიერებს საქართველოს ე.წ. „პრორუსული” მთავრობის სანაპირო დაცვას, რომ უკეთ „მოემსახუროს” სანქცირებულ საზღვაო ხომალდებს?
და თუ ეს მათი ლოგიკაა, მაშინ იმავე ლოგიკით უნდა ავხსნათ ისიც, რომ ახლახან საქართველოს თავდაცვის სამინისტროში პენტაგონის ევროპული სარდლობის (USEUCOM) და თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს (DSCA) წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და ქართულ მხარესთან განიხილეს აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსების პროგრამით (FMF) და სხვა წყაროებით საქართველოსთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების განხორციელების საკითხები.
ესეც ე.წ. „რუსული ოცნების“ მხარდაჭერაა. არა?“ – წერს აბაშიძე.

მსგავსი სიახლეები.

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს პოლიტიკა

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

9 სთ წინ1 წთ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

13 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

13 სთ წინ2 წთ