— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
პოლიტიკა

გია აბაშიძე: წარსულში საქართველოს მმართველი პარტიის კრიტიკოსმა სენატორმა მალინმა მისი პოზიციის შეცვლა პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან უკეთესი ურთიერთობით ახსნა

გია აბაშიძე: წარსულში საქართველოს მმართველი პარტიის კრიტიკოსმა სენატორმა მალინმა მისი პოზიციის შეცვლა პრემიერ-მინისტრთან…

საქართველოზე ამერიკული სანქციების მოწინააღმდეგე, ე.წ. “მეგობარი აქტის” მთავარი დამბლოკავი, სენატორი მარკუეინ მალინი აშშ-ის შიდა უსაფრთხოების (DHS) ახალი მინისტრი იქნება. კიდევ ერთი ალიყური ანტიქართულ ტოქსიკურ ძალებს. DHS-ის აწ უკვე მოხსნილი ხელმძღვანელი კრისტი ნოემი სხვა, რანგით დაბალ თანამდებობას დაიკავებს – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, სენატორი, რომელიც წარსულში საქართველოს მმართველი გუნდის კრიტიკით გამოირჩეოდა, საკუთარი პოზიციის ცვლილებას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ჩამოყალიბებულ უფრო აქტიურ კომუნიკაციასა და ურთიერთობებს უკავშირებს.

„ საქართველოზე ამერიკული სანქციების მოწინააღმდეგე, ე.წ. “მეგობარი აქტის” მთავარი დამბლოკავი, სენატორი მარკუეინ მალინი აშშ-ის შიდა უსაფრთხოების (DHS) ახალი მინისტრი იქნება. კიდევ ერთი ალიყური ანტიქართულ ტოქსიკურ ძალებს. DHS-ის აწ უკვე მოხსნილი ხელმძღვანელი კრისტი ნოემი სხვა, რანგით დაბალ თანამდებობას დაიკავებს.
ჯერ კიდევ 2025-ის სექტემბერში, ოკლაჰომელი რესპუბლიკელი სენატორი მარკუეინ მალინი ეწინააღმდეგებოდა ე.წ. “მეგობარი აქტის“ მიღებას, რომელიც “ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებდა.
აგვისტოს მიწურულს, მალინმა მოახერხა სენატის უმრავლესობის ლიდერის, რესპუბლიკელი ჯონ ტუნის დარწმუნება, რომ ხსენებული სამარცხვინო აქტი “თავდაცვის ავტორიზაციის აქტის“ პაკეტიდან ამოეღოთ. აქტივობა საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ დასრულდა.
მანამდე, მალინმა ასევე დაბლოკა სენატში კანონპროექტის განხილვის გარეშე მიღების მოთხოვნა. წარსულში საქართველოს მმართველი პარტიის კრიტიკოსმა სენატორმა მალინმა მისი პოზიციის შეცვლა პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან უკეთესი ურთიერთობით ახსნა.
აღსანიშნავია, რომ დეკემბერში, აშშ-ში საქართველოს ელჩის, თამარ ტალიაშვილისა და სენატორ მალინის შეხვედრისას ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განმტკიცების პერსპექტივები განიხილეს.“ – წერს აბაშიძე.

მსგავსი სიახლეები.

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს პოლიტიკა

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

3 სთ წინ1 წთ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

7 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

7 სთ წინ2 წთ