— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: ამერიკაში არჩევნებია – პუტინი, ბიძინა ივანიშვილზე და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე – პუტინი, საფრანგეთში პროცესებია – პუტინი, „ჩელიაბინსკის სინდრომი“ მოიგონეს, რაც უკვე მათი დიაგნოზია თენგიზ შარმანაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: ომში მყოფი ქვეყანა, რომელსაც მილიონზე მეტი დაღუპული და დაჭრილი ჰყავს, უამრავი სანქცია აქვს, როგორ ახერხებს ასეთი მასშტაბების აჯანყების ორგანიზებას? შალვა პაპუაშვილი – ვნახეთ ძალადობის დაგმობა ალბანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში, მაგრამ ვერ ვნახეთ საქართველოსთან მიმართებით, პასუხი მარტივია, თავად ბრიუსელი და მისი საცეცები იდგნენ ამ ძალადობის უკან გია აბაშიძე: ევროპა „ცივილიზაციური გაქრობის“ საფრთხის წინაშეა, თუმცა ბრიუსელი საკუთარ კრიზისზე თვალის დახუჭვას და სუვერენული საქართველოსთვის ჭკუის სწავლებას კვლავ განაგრძობს დავით ჩიხელიძე: პარადოქსულია  რომ „რუსეთთან მებრძოლად“ წარმოჩენილი სააკაშვილის ხელისუფლების დროს საქართველომ 2008 წლის ომი და ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია განიცადა, მაშინ როდესაც „რუსეთთან მეგობრობაში“ დადანაშაულებული „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში რუსეთთან ურთიერთობის საკითხი კვლავ პოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება
პოლიტიკა

გია აბაშიძე: ზაზა შათირიშვილი მორიგ ჯერზე გვახსენებს იმ სამწუხარო საგარეო წინააღმდეგობას, რომელიც ჩვენი თვითმყოფადი ქვეყნის გაძლიერებასა და განვითარებას უკავშირდება

გია აბაშიძე: ზაზა შათირიშვილი მორიგ ჯერზე გვახსენებს იმ სამწუხარო საგარეო წინააღმდეგობას, რომელიც ჩვენი თვითმყოფადი ქვეყნის…

თუ სასამართლოს დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია, ეს პრინციპი ყველას თანაბრად უნდა ეხებოდეს. თუ არჩევნები ხალხის ნების გამოხატულებაა, მის შედეგს მაშინაც უნდა სცემდნენ პატივს, როცა ის არ მოსწონთ. არც ბიძინა ივანიშვილი დგას კითხვებზე მაღლა და არც რომელიმე პოლიტიკური ძალა უნდა იყოს ხელშეუხებელი. მაგრამ კრიტიკას მტკიცებულებები სჭირდება, ბრალდებას — არგუმენტები, დემოკრატიაზე საუბარს კი — თანმიმდევრულობა და კეთილსინდისიერი თამაშის წესების დაცვა,- წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

აბაშიძე ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის განცხადებას ეხმაურება და საგარეო წინააღმდეგობებსა თუ ორმაგ სტანდარტებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც, მისი თქმით, საქართველოს გაძლიერებასა და განვითარებას უკავშირდება.

ანალიტიკოსის განცხადებით, გაგებას არ ექვემდებარება, თუ რატომ ფასდება ერთი და იგივე ქმედება სხვადასხვაგვარად იმის მიხედვით, თუ ვინ დგას მის უკან.

იგი სვამს კითხვას, თუ რატომ მიიჩნევა უცხოელ  „მეგობართა“ გავლენა დემოკრატიის დაცვად, ხოლო ადგილობრივი მაღალი საზოგადოებრივი ავტორიტეტი — დემოკრატიისთვის საფრთხედ.

„ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი მორიგ ჯერზე გვახსენებს იმ სამწუხარო საგარეო წინააღმდეგობას, რომელიც ჩვენი თვითმყოფადი ქვეყნის გაძლიერებასა და განვითარებას უკავშირდება. რატომ ფასდება ერთი და იგივე ქმედება სხვადასხვაგვარად იმის მიხედვით, თუ ვინ დგას მის უკან? რატომ მიიჩნევა უცხოელ „მეგობართა“ გავლენა დემოკრატიის დაცვად, ხოლო სხვისი მაღალი საზოგადოებრივი ავტორიტეტი — დემოკრატიისთვის საფრთხედ?

Deep state-ის ფლანგიდან ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქიაში ადანაშაულებენ. მაგრამ თუ პოლიტიკური გავლენა პრობლემაა, რატომ არ ისმება იგივე კითხვები საერთაშორისო გავლენიანი ჯგუფების, უცხოური დაფინანსებისა და იმ ქსელების მიმართ, რომლებიც გარედან, ადგილობრივი ლაქიების მეშვეობით, საქართველოში პოლიტიკური პროცესების საკუთარი ინტერესების შესაბამისად წარმართვას ცდილობენ?

თუ სასამართლოს დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია, ეს პრინციპი ყველას თანაბრად უნდა ეხებოდეს. თუ არჩევნები ხალხის ნების გამოხატულებაა, მის შედეგს მაშინაც უნდა სცემდნენ პატივს, როცა ის არ მოსწონთ. ორმაგი სტანდარტიც სწორედ ეს არის: როცა შენ ერევი — დემოკრატიას იცავ, ხოლო როცა სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად მოქმედებს — თურმე სახელმწიფოს იპყრობს; როცა გარედან ფინანსდება ე.წ. სამოქალაქო საზოგადოება, ანუ მორჩილი აგენტურა, ესეც დემოკრატიის ე.წ. დაცვად საღდება.

აქ მთავარი საკითხი მხოლოდ ერთი პოლიტიკოსი არ არის. მთავარი კითხვაა: ვის უნდა ჰქონდეს გადამწყვეტი სიტყვა საქართველოს მომავალზე — საქართველოს მოქალაქეებს თუ გარე ძალებს, რომლებსაც საკუთარი ანგარებიანი დღის წესრიგის ჩვენში გატარება სურთ?

ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება ან მმართველი პარტიის დამფუძნებელი კრიტიკას არ იმსახურებს. არც ბიძინა ივანიშვილი დგას კითხვებზე მაღლა და არც რომელიმე პოლიტიკური ძალა უნდა იყოს ხელშეუხებელი. მაგრამ კრიტიკას მტკიცებულებები სჭირდება, ბრალდებას — არგუმენტები, დემოკრატიაზე საუბარს კი — თანმიმდევრულობა და კეთილსინდისიერი თამაშის წესების დაცვა.

ვერ მოსთხოვ სხვებს იმ პრინციპების დაცვას, რომლებსაც თავად მხოლოდ მაშინ აღიარებ, როცა გაწყობს. ვერ დაიცავ დემოკრატიას ხალხის არჩევანის უგულებელყოფით და ვერ იქნები სუვერენიტეტის გულშემატკივარი მხოლოდ მაშინ, როცა ქვეყნის გადაწყვეტილება შენს ინტერესებს ემთხვევა.

საქართველოს მეგობრობა სჭირდება და არა გარედან მმართველობა. პარტნიორობა — და არა პოლიტიკური მეურვეობა“,- წერს გია აბაშიძე.

მსგავსი სიახლეები.

ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: ამერიკაში არჩევნებია – პუტინი, ბიძინა ივანიშვილზე და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე – პუტინი… პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: ამერიკაში არჩევნებია – პუტინი, ბიძინა ივანიშვილზე და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე – პუტინი, საფრანგეთში პროცესებია – პუტინი, „ჩელიაბინსკის სინდრომი“ მოიგონეს, რაც უკვე მათი დიაგნოზია

1 წთ წინ1 წთ
თენგიზ შარმანაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: ომში მყოფი ქვეყანა, რომელსაც მილიონზე მეტი დაღუპული და დაჭრილი ჰყავს… პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: ომში მყოფი ქვეყანა, რომელსაც მილიონზე მეტი დაღუპული და დაჭრილი ჰყავს, უამრავი სანქცია აქვს, როგორ ახერხებს ასეთი მასშტაბების აჯანყების ორგანიზებას?

2 სთ წინ2 წთ
შალვა პაპუაშვილი – ვნახეთ ძალადობის დაგმობა ალბანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში, მაგრამ ვერ ვნახეთ საქართველოსთან… პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – ვნახეთ ძალადობის დაგმობა ალბანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში, მაგრამ ვერ ვნახეთ საქართველოსთან მიმართებით, პასუხი მარტივია, თავად ბრიუსელი და მისი საცეცები იდგნენ ამ ძალადობის უკან

3 სთ წინ5 წთ