თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
პოლიტიკა

გია ვოლსკი – ეკონომიკურ ზრდით მოწინავე პოზიციაზე ვართ, უკეთესიც იქნებოდა, რომ არა ყოველმხრივი შემოტევა, მათ შორის სტაბილურობის საწინააღმდეგოდ შიდა ექსტრემისტული ძალების მობილიზება 

გია ვოლსკი – ეკონომიკურ ზრდით მოწინავე პოზიციაზე ვართ, უკეთესიც იქნებოდა, რომ არა ყოველმხრივი შემოტევა, მათ შორის…

საქართველო ფეხზე დგას და სტაბილურობას ინარჩუნებს, ეკონომიკური ზრდა შენარჩუნებულია და ამ მაჩვენებლითაც რეგიონში მოწინავეთა შორის ვართ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკის კითხვა დაუსვეს გაერო-ს ანგარიშის შესახებ, რომლის მიხედვითაც, 2026 წელს საქართველო კავკასიის რეგიონში ეკონომიკური ზრდის ტემპით ლიდერი იქნება. ანგარიშის თანახმად, საქართველოს ზრდის მაჩვენებელი – 5.4% აღემატება მეზობელი ქვეყნების, ასევე უკრაინისა (2.3%) და მოლდოვის (2.5%) მაჩვენებლებს.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი უკეთესიც იქნებოდა, რომ არა ქვეყანაზე არსებული ყოველმხრივი შემოტევა.

„ჩვენ განვიცდით და ძალიან ვგულშემატკივრობთ ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებას უკრაინაში. მიუხედავად ამ ნგრევისა, რასაკვირველია, სტაბილურობას განაპირობებს ეკონომიკური ზრდა და გვირაბის ბოლოს რაღაცა სინათლე. ეს ჩვენთვისაც საინტერესოა, მნიშვნელოვანია და უკრაინელი საზოგადოებისთვისაც უმნიშვნელოვანესია. თუმცა, მინუსიდან ზრდაზეა აქ ლაპარაკი. აქ ლაპარაკია ნგრევიდან, მიწასთან გასწორებული ეკონომიკიდან წამოზრდაზე, მცირედით, მაგრამ კარგი ნიშანია.

რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკურ ზრდას, ალბათ მეტიც იქნება. ფაქტია, რომ ჩვენ ამ ნიშნით მოწინავე პოზიციაზე ვდგავართ და გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ არა ეს ყოველმხრივი შემოტევა, მათ შორის შიდა ექსტრემისტული ძალების მობილიზება ეკონომიკისა და სტაბილურობის საწინააღმდეგოდ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ეს პოლიტიკური ნიშნითაც უნდა შევაფასოთ, რადგან ასეთი შეფასება გარკვეულ დასკვნებამდე გაგვიყვანს. საქართველო ფეხზე დგას და სტაბილურობას ინარჩუნებს, ეკონომიკური ზრდა შენარჩუნებულია და ამ მაჩვენებლითაც რეგიონში მოწინავეთა შორის ვართ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

2 დღის წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

2 დღის წინ2 წთ
ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ… პოლიტიკა

ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.

2 დღის წინ2 წთ