— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ბიძინა ივანიშვილმა, ქვეყნისათვის წაუგებელი და მომავალზე გათვლილი პროცესი წარმატებით წარმართა, ეგ არის პატრიოტი პოლიტიკოსი და არა ის, რა კატეგორიასაც თქვენ ეძახით პოლიტიკოსებს, სხვისი შპარგალკებით და ათასი “თითლიბაზობით” მოთამაშეებს

გიორგი გამსახურდია: ბიძინა ივანიშვილმა, ქვეყნისათვის წაუგებელი და მომავალზე გათვლილი პროცესი წარმატებით წარმართა, ეგ არის…

გიორგი გამსახურდია, 2024 წლის დეკემბერში, ამერიკელ გავლენიან პირთან საუბარს იხსენებს, სადაც მან განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ყველანაირი წნეხი მოიხსნებოდა და უსარგებლო ორგანიზაციებიც დაიხურებოდა.

როგორც გამსახურდია აცხადებს, ბიძინა ივანიშვილმა, უკვე მერამდენედ, საქართველოსთვის წაუგებელი და მომავალზე გათვლილი პროცესი წარმატებით გაატარა სახელმწიფოს. მისივე თქმით, სწორედ “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარეა პატრიოტი პოლიტიკოსი და არა ისინი, ვინც სხვისი “შპარგალკებით” თამაშობენ.

“2024 წლის დეკემბრის დასაწყისი იყო, პრეზიდენტ ტრამპს არჩევნები უკვე მოგებული ჰქონდა. მძინარე ჯოს დამარცხებულ მავნებელ ადმინისტრაციას კი, ქართველ აკაცუკებთან ერთად, ჩვენს წინააღმდეგ ჰქონდათ მთელი მასშტაბით ფრონტი გაშლილი. ჩემი ამერიკელი მეგობარი შემხვდა ბუდაპეშტში, საკმარისად გამოცდილი და გავლენიანი (სახელს და გვარს არ დავასახელებ), ამ კაცმა მითხრა, შევა თუ არა ბატონი პრეზიდენტი ტრამპი თეთრ სახლში, წნეხიც მოიხსნება და ყველაფერი გამოსწორდებაო, ასევე ყველა ამ უსარგებლო ორგანიზაციებს დახურავს და მთავარია, ახლა თქვენ ეს ორი თვე გაუძლოთ, რომ შეცვლილი რეალობა არ დახვდეთ ახლებს ადგილზეო.
აქედან გამომდინარე მინდა ვთქვა, რომ კიდევ მერამდენედ, ბიძინა ივანიშვილმა, ქვეყნისათვის წაუგებელი და მომავალზე გათვლილი პროცესი წარმატებით წარმართა. ეგ არის პატრიოტი პოლიტიკოსი და არა ის, რა კატეგორიასაც თქვენ ეძახით/ეძახდით პოლიტიკოსებს სხვისი შპარგალკებით და ათასი თითლიბაზობით მოთამაშეებს.” – წერს გამსახურდია სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები.

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს პოლიტიკა

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

33 წთ წინ1 წთ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

4 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

5 სთ წინ2 წთ