თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
პოლიტიკა

გიორგი კახიანი “დევნილთა რეზოლუციაზე”: მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს რეზოლუცია არ წარმოადგენს მხოლოდ თბილისსა და მოსკოვს შორის არსებულ ვიწრო პოლიტიკურ დაპირისპირებას. იგი მიმართულია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დაცვისკენ და ამიტომ, მოვუწოდებთ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ამ დრომდე არ უჭერენ მხარს აღნიშნულ რეზოლუციას, გადახედონ საკუთარ პოზიციას და მხარი დაუჭირონ მას

გიორგი კახიანი “დევნილთა რეზოლუციაზე”: მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს რეზოლუცია არ წარმოადგენს მხოლოდ თბილისსა და…

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 51-ე სესიაზე დელეგაციის ხელმძღვანელი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი სიტყვით გამოვიდა, რა დროსაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დევნილთა უფლებების მხარდამჭერ  რეზოლუციებზე ისაუბრა.

გიორგი კახიანმა მოუწოდა იმ სახელმწიფოებს, რომლებიც აქამდე თავს იკავებდნენ ან წინააღმდეგ აძლევდნენ ხმას  აღნიშნულ რეზოლუციას, გადახედონ თავიანთ პოზიციას და მხარი დაუჭირონ მას.

“სამართლებრივი ზომების გარდა, ჩვენ ვახორციელებთ ფართომასშტაბიან დიპლომატიურ და პოლიტიკურ ძალისხმევას საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო კოორდინაციით. ყოველწლიურად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე, საქართველო წარადგენს რეზოლუციას სახელწოდებით „აფხაზეთიდან, საქართველო, და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“, რომელიც ფართოდ არის ცნობილი როგორც „დევნილთა რეზოლუცია“. ბოლო სამი წლის განმავლობაში აღნიშნულმა რეზოლუციამ ყოველ ჯერზე ასზე მეტი მხარდამჭერი ხმა მიიღო, ხოლო წინააღმდეგ მისცა ხმა მხოლოდ რვა სახელმწიფომ 2026 წელს, რაც ისტორიულ მინიმუმს წარმოადგენს. საყურადღებოა ასევე ის ტენდენცია, რომ არსებობს არაერთი სახელმწიფო, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებლობას“, თუმცა ან თავს იკავებს ამ რეზოლუციის მხარდაჭერისგან, ან მის წინააღმდეგ აძლევს ხმას. ჩვენ გულწრფელ მადლობას ვუხდით ამ სახელმწიფოებს საქართველოს სუვერენიტეტისა დატერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს რეზოლუცია არ წარმოადგენს მხოლოდ თბილისსა და მოსკოვს შორის არსებულ ვიწრო პოლიტიკურ დაპირისპირებას. იგი მიმართულია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დაცვისკენ და ამიტომ, მოვუწოდებთ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ამ დრომდე არ უჭერენ მხარს აღნიშნულ რეზოლუციას, გადახედონ საკუთარ პოზიციას და მხარი დაუჭირონ მას.

ასეთი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი პოზიტიური პრეცედენტი იქნება წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნების საქმეში, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სულ უფრო აშკარად იკვეთება მისი თანდათანობითი ეროზიისა და შესუსტების საფრთხე.

ჩვენ გვჯერა, რომ მულტილატერალიზმის სანდოობა დამოკიდებულია მის უნარზე, უზრუნველყოს სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობა, დაიცვას მათი ტერიტორიული მთლიანობა და აღკვეთოს ძალის გამოყენების ან საზღვრების უკანონო გზებით შეცვლის ნებისმიერი მცდელობა.

ამ სულისკვეთებით, საქართველო სრულად რჩება ერთგული ეფექტიანი, ინკლუზიური და სამართალზე დაფუძნებული მულტილატერალიზმის მიმართ და მოუწოდებს აქ წარმოდგენილ ყველა სახელმწიფოს, კიდევ უფრო განამტკიცონ თავიანთი ერთგულება ამ ფუნდამენტური პრინციპებისადმი.”- განაცხადა გიორგი კახიანმა.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

20 სთ წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

20 სთ წინ2 წთ
ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ… პოლიტიკა

ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.

21 სთ წინ2 წთ