— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
პოლიტიკა

გიორგი კახიანი: საქართველოს მთავრობამ მემკვიდრეობით მიიღო არაერთი სერიოზული გამოწვევა, მათ შორის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ვაკუუმი. მიუხედავად ამ სირთულეებისა, ჩვენ მოვიპოვეთ ისტორიული გამარჯვებები როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ისე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში

გიორგი კახიანი: საქართველოს მთავრობამ მემკვიდრეობით მიიღო არაერთი სერიოზული გამოწვევა, მათ შორის ქვეყნის ტერიტორიულ…

ჩემთვის დიდი პატივია სიტყვით გამოსვლა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 51-ე სესიაზე, რომელიც კამერუნის რესპუბლიკის დედაქალაქ იაუნდეში იმართება. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის სახელით, მსურს მადლიერება გამოვხატო ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეისა და კამერუნის რესპუბლიკის პარლამენტის მიმართ ამ მნიშვნელოვანი ფორუმის მასპინძლობისა და განსაკუთრებულად თბილი მიღებისთვის.- განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა სიტყვით გამოსვლისას.

როგორც კახიანმა აღნიშნა, საქართველო მტკიცედ არის ერთგული მულტილატერალიზმის და სახელმწიფოთა სუვერენიტეტის პატივისცემის მიმართ – ეს ორი განუყოფელი საყრდენია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა.

მისივე თქმით, “ჩვენი ქვეყნისთვის ეს პრინციპები მხოლოდ თეორიული ცნებები არ არის; ისინი ყოველდღიური რეალობაა იმ პირობებში, როდესაც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა კვლავაც ირღვევა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილზე უცხო ქვეყნის სამხედრო ძალები არიან განთავსებული”.

“ძვირფასო კოლეგებო, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები კვლავაც რუსეთის ფედერაციის უკანონო ოკუპაციის ქვეშ რჩება, რაც ხასიათდება ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებითა და საერთაშორისო სამართლის არაერთი უხეში დარღვევით. რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული რეჟიმები ქართველ ბავშვებს ართმევენ უფლებას, განათლება მიიღონ მშობლიურ ენაზე, ამახინჯებენ ქართულ რელიგიურ და კულტურულ მემკვიდრეობას და სისტემატურად მიმართავენ გატაცებებს, თვითნებურ დაკავებებს, წამების აქტებს და, რიგ შემთხვევებში, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას საოკუპაციო ხაზების სიახლოვეს მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ.

დღეისათვის, საქართველოში დაახლოებით 300 000 ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირია, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთ კანონიერვსაცხოვრებელ ადგილებში დაბრუნებას, რაც ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 7,5%-ს შეადგენს.

ამჟამად საქართველოს ხელისუფლებაში მყოფმა მთავრობამ მემკვიდრეობით მიიღო არაერთი სერიოზული გამოწვევა, მათ შორის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ვაკუუმი. მიუხედავად ამ სირთულეებისა, ჩვენ მოვიპოვეთ ისტორიული გამარჯვებები როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ისე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში,”- აღნიშნა კახიანმა.

მსგავსი სიახლეები.

გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს… პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს?

9 სთ წინ2 წთ
ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის… პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში

11 სთ წინ1 წთ
პოლიტიკა

ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები

12 სთ წინ3 წთ