— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

გიორგი ფხაკაძე: აფხაზეთი არის საქართველო, ვინც არ იცის, შეგახსენებთ! თუ ზუგდიდიდან სოხუმში გადავიდა ნავთობი, გადავიდა საქართველოს ერთი რეგიონიდან, მეორე რეგიონში. მე, პირიქით, მივესალმები, რომ აფხაზეთთან ვაჭრობა გაძლიერდეს

გიორგი ფხაკაძე: აფხაზეთი არის საქართველო, ვინც არ იცის, შეგახსენებთ! თუ ზუგდიდიდან სოხუმში გადავიდა ნავთობი, გადავიდა…

ეგ არის მთელი უბედურება, რომ ოპოზიციაშიც არ არიან ადამიანები… გამოდიან და რაღაც სისულელეებს ბოდავენ წყალდიდობის თემა დამთავრდა, უკვე აღარ აინტერესებთ და ახლა -ქართული ნავთობი მიდის აფხაზეთშიო. ისე, ინფორმაციისთვის, აფხაზეთი საქართველო არის და რა ვიცი, რა პრობლემაა აფხაზეთში თუ წავიდა ჩვენი ნავთობი? ისიც ჩვენია, ხო? ლოგიკურად რომ მიუდგე. ჩახლართულები არიან უკვე, არ იციან რა ილაპარაკონ- ამის შესახებ ექიმმა გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვის დროს ისაუბრა.

გიორგი ფხაკაძე ქართულ ოპოზიციას არაპროფესიონალიზმში, სტრატეგიული ხედვის ნაკლებობასა და იაფფასიან პოპულიზმში სდებს ბრალს. ფხაკაძის თქმით, ოპოზიციას არ გააჩნია კონკრეტული, გაწერილი სტრატეგია და მისი შეფასებით, მხოლოდ მოკლევადიან „ფეისბუქ-ლაიქებზეა“ ორიენტირებული.

ამის მაგალითად მან მოიყვანა ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადება ფეისბუქზე 25 მილიონი ნახვის შესახებ და ფხაკაძემ დასძინა, რომ მის სააგენტოებსა და გვერდებს ყოველთვიურად 30 მილიონამდე ნახვა აქვთ ყოველგვარი რეკლამისა თუ ბოტების გარეშე და ეს არაფერს ნიშნავს. მისივე თქმით, ოპოზიცია, რომელიც ევროპულ ღირებულებებსა და სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობს, თავად ვერ იტანს განსხვავებულ აზრსა და კრიტიკას.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ოკუპირებულ აფხაზეთში ნავთობის შეტანის საკითხზე, ფხაკაძემ ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთი საქართველოა და რეგიონებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებსა და ვაჭრობის გაძლიერებას მიესალმება.

“ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა იყოს და არის ის, რომ როცა შენ ხელისუფლებაში ხარ ბევრ რაღაცას ფიზიკურად ვერ ხედავ ბევრი მიზეზების გამო და ოპოზიციის საქმე არის, რომ უჩიჩხინოს, რომ აი აქ შეგიშალა და არა მარტო შეგეშალა, შეგეშალა, როგორც კოღოსავით იკბინებოდე, არამედ უნდა შესთავაზო ალტერნატივა. ჩვენი ოპოზიცია მარტო ყვირის, წივის. თქვენ გინახავთ ერთი გაწერილი გეგმა? არა ChatGPT-ის მიერ ორგვერდიანი… კონკრეტული გეგმა, თავისი ბიუჯეტით, თავისი ადამიანური რესურსებით, თავისი სტრატეგიული ხედვებით, რომ მაგალითად, როგორი უნდა იყოს ჯანდაცვის სისტემა 15 წელიწადში. გინახავთ? მე არა. ჩვენ რომ არ გვყავს ოპოზიცია მთავრობა ხედავს, რომ არა ჰყავს ოპონენტი, ფიზიკურად არა ჰყავს, რაც ძალიან ცუდი არის. სახელმწიფოს მმართველს უნდა ჰყავდეს ოპონენტი და ამ ოპონენტს პატივსაც უნდა სცემდეს, მაგრამ როგორ შეიძლება შენ პატივს სცემდე “ტიპებს”, რომლებსაც აინტერესებთ, რომ ერთდღიან ფეისბუქ პოსტებზე დააგროვონ ლაიქები?

ერთ-ერთი ოპოზიციური წევრი, ნანუკა ჟორჟოლიანზეა საუბარი, 25 მილიონი ნახვა მყავს თვეში ყოველთვიურადო… რა ვიცი, 25 მილიონი სტაბილურად არის ჩემს ფეისბუქზე, როცა არაფერს ვწერ, არის 5 მილიონი, და როცა ავტეხავ და რაღაცეებს დავწერ, 15-მდე ადის. პლუს კიდევ ჩემი სააგენტოები რომ მაქვს ზოგჯერ 30 მილიონამდე ავდივარ თვეში სტაბილურად. ყველანაირი რეკლამის, ყველანაირი ჩატბოტების გარეშე და ყველანაირი პარტიული აქტივის “კლიკებით”. 30 მილიონი ნახვა ყოველთვიურად გიორგი ფხაკაძეს და მის სააგენტოებს აქვს თვეში და რა მერე? მთელი უბედურება მაგაში არის, რომ ფეისბუქ გვერდების ნახვებზე არიან ტიპები გადასულები, იმის მაგივრად, რომ მართლა შეთავაზონ პროგრესი. გარდა იმისა რომ არაადეკვატურები არიან, უკვე არასერიოზულებიც არიან.

ეს არის მთელი უბედურება და ახლა დღეს ატეხეს, აუ დედა, ქართული ნავთობი მიდის აფხაზეთში. აფხაზეთი არის საქართველო, ვინც არ იცის, შეგახსენებთ! ანუ თუ ზუგდიდიდან სოხუმში გადავიდა ნავთობი, გადავიდა საქართველოს ერთი რეგიონიდან, საქართველოს მეორე რეგიონში. მე მაგალითად პირიქით, მივესალმები, რომ ვაჭრობა აფხაზეთთან გაძლიერდეს. ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ, რომ მაქსიმალური ვაჭრობა და კონტაქტები იყოს.
კიდევ ერთხელ, არაპროფესიონალიზმი კლავს. ხმას როცა ამოიღებ და კომენტარს იტყვი, ან ვიღაცას საყვედურს ეტყვი, იმ წუთასვე გაგლანძღავენ, რაც არასწორა. ყველაზე უბედურება არის, რომ ეგრეთწოდებული ოპოზიცია, რომელსაც შენ გააკრიტიკებ, რას ქვია ოპოზიციას აკრიტიკებო, რა ვიცი, თქვენ არ ხართ სიტყვის თავისუფლებაზე და ევროპულ ღირებულებებზე ჩაციკლულები რომ იძახით? როცა თქვენ გაგაკრიტიკებენ ეგ არასწორია, აი ამაში იჭედებით.”- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

12 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

13 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

13 სთ წინ3 წთ