— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
თამთა მეგრელიშვილი 28 ნოემბრის ოპოზიციის აქციაზე: ორი თვე ემზადებოდნენ გრანდიოზული ფინალისთვის და საბოლოოდ საკუთარ პოლიტიკურ დასასრულს გაუკეთეს პრეზენტაცია დავით ჩიხელიძე: ოპოზიცია აქციისთვის ორი თვის განმავლობაში ემზადებოდა, ქალაქიდან ქალაქში დადიოდნენ, მეტროსადგურებთან ხალხს ხვდებოდნენ, მხარდამჭერების მობილიზებას ცდილობდნენ, მაგრამ საბოლოოდ, მთელი ამ ძალისხმევის შედეგად, შეკრებილთა რაოდენობამ მაქსიმუმ 7 000 ადამიანი შეადგინა გია აბაშიძე: ორი თვე საქართველოს მასშტაბით მობილიზაციას მოანდომეს, დაახლოებით 7 000 ადამიანი შეკრიბეს და აქცია სულ რაღაც 30 წუთში დაიშალა. ეს არის ნაცრადიკალების 28 ნოემბრის „გრანდიოზული“ აქციის მრავლისმთქმელი შეჯამება ნინო ფოჩხუა: ჩვენი განათლების სისტემა იწყებს თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ ჰონგ-კონგის უნივერსტეტთან, ამ ისტორიული მოვლენის სულის ჩამდგმელი არის ცოტნე ივანიშვილი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საქმე განეხორციელებინა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის წევრებმა დანიის პარლამენტში შეხვედრები გამართეს
პოლიტიკა

გიორგი ფხაკაძე ოპოზიციას: ხალხს ეუბნებით, რომ ბატონი ბიძინა ჩავიდა საბავშვო ბაღში და მოწამლა ბავშვები. რა დონეზე ხართ ჩამოსულები. არავინ თქვა, რომ საფრანგეთშიც, ბრიტანეთშიც, ამერიკაშიც, იაპონიაშიც კი ხდება ბავშვების ინფიცირება. არ შეიძლება ყველაფერში პოლიტიკა, მარაზმამდე დადის

გიორგი ფხაკაძე ოპოზიციას: ხალხს ეუბნებით, რომ ბატონი ბიძინა ჩავიდა საბავშვო ბაღში და მოწამლა ბავშვები. რა დონეზე ხართ…

რაც მოხდა საბავშვო ბაღებში, მოკლედ, პანიკები, წივილი, კივილი. პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები გამოვარდნენ. ყველაზე მეტად სასაცილო არის ის, რომ ის ადამიანები, ვინც დაანგრიეს და პირდაპირი მნიშვნელობით დედა უტირეს ჯანდაცვის სისტემას, ისინი გამოდიან და კიდევ ჭკუას გვასწავლიან- ამის შესახებ ექიმმა გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვის დროს განაცხადა.

გიორგი ფხაკაძე საბავშვო ბაღებში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. ძირითადი აქცენტი ოპოზიციაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ნაცვლად იმისა ოპოზიცია საზოგადოებას გამოსავალს სთავაზობდეს, აღნიშნულ საკითხს თავიანთი პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებს.

მისივე თქმით, მსგავსი ინციდენტები სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებშიც ხდება, თუმცა იქ მთავარი ყურადღება მიზეზების დადგენას ეთმობა და არა პოლიტიკურ სპეკულაციებს.

„როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ძლიერ სისტემაზე, ამას სჭირდება წლები და ამას სჭირდება ნამდვილად ძალიან დიდი გამოცდილება.ყველაზე დიდი გამოწვევა საქართველოში არის ეპიდემიოლოგების. ეპიდემიოლოგები მიშას დროს პრაქტიკულად გაასწორეს მიწასთან. საფრანგეთშიც კი ბავშვების მოწამვლის თემა სკოლაში მოსულა, ოქეი? ახლა კითხვა ისმევა: ქოცების ბრალი არისო? ანუ ბატონმა ბიძინამ, ესე იგი, მე კი არ “ვაპრავებ” არავის, მაგრამ აი უბრალოდ გისმენთ და გულისამრევი არის, რატომ იცით? აი თქვენ ეუბნებით, რომ აი ბატონი ბიძინა ჩავიდა იმ საბავშვო ბაღში და მოწამლა ბავშვები. აი რა დონეზე ხართ ჩამოსულები?“
აი ოპოზიცია იმიტომ ხართ გულისამრევები, როგორ მინდა, რომ თქვენ მხარეს ვიყო, მაგრამ ფიზიკურად არ მაძლევთ საშუალებას თქვენ მხარეს [ვიყო], იმიტომ რომ იმის მაგივრად, რომ თქვათ, რომ სისტემური პრობლემა არის და სისტემურად უნდა დავალაგოთ ეს, ეს, ეს, გამოდიხართ აი ქოცები… გავიგეთ. მმართველ პარტიაში არის პრობლემა რაღაცებში. შენ ხომ ხარ მაგარი? შემოგვთავაზე რა არის გამოსავალი. ამდენი ხანი გავიდა, არცერთმა არ ამოიღო ხმა, რომ ქვეყანაში გვჭირდება ეპიდემიოლოგიური სამსახურის გაძლიერება. არავინ არ თქვა, რომ საფრანგეთშიც, ბრიტანეთშიც, ამერიკაშიც, იაპონიაშიც კი ხდება ბავშვების ინფიცირება საბავშვო ბაღებსა და სკოლებში, მაგრამ ეს კი არ ხდება პოლიტიკური ქულების დასაწერად, ეს ხდება იმისათვის, რომ დავადგინოთ რა არის მიზეზი, რომ ეს მიზეზი დავადგინოთ, ვილაპარაკოთ, ვნახოთ გამოსავალი და არა იმიტომ, რომ პოლიტიკურად დაიწერო ქულები და ნეგატივი გააჟღერო. ეს არის ერის პრობლემა და მოვაგვაროთ.
არ შეიძლება ყველაფერში პოლიტიკა. ყველაფერში პოლიტიკა როგორ შეიძლება, ახლა… აი ვუსმენდი კომენტარს, რომ აი ბატონმა ბიძინამ ახლა აიღო და ეს რაღაცა გაფუჭებული პროდუქტი, არ ვიცი რაც არის დასახელებული, ის ახლა… ნუ აი, აი დაფიქრდით ხალხო, მართლა მარაზმამდე დადის რა.“- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

მსგავსი სიახლეები.

თამთა მეგრელიშვილი 28 ნოემბრის ოპოზიციის აქციაზე: ორი თვე ემზადებოდნენ გრანდიოზული ფინალისთვის და საბოლოოდ საკუთარ… პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი 28 ნოემბრის ოპოზიციის აქციაზე: ორი თვე ემზადებოდნენ გრანდიოზული ფინალისთვის და საბოლოოდ საკუთარ პოლიტიკურ დასასრულს გაუკეთეს პრეზენტაცია

2 სთ წინ3 წთ
დავით ჩიხელიძე: ოპოზიცია აქციისთვის ორი თვის განმავლობაში ემზადებოდა, ქალაქიდან ქალაქში დადიოდნენ, მეტროსადგურებთან ხალხს… პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ოპოზიცია აქციისთვის ორი თვის განმავლობაში ემზადებოდა, ქალაქიდან ქალაქში დადიოდნენ, მეტროსადგურებთან ხალხს ხვდებოდნენ, მხარდამჭერების მობილიზებას ცდილობდნენ, მაგრამ საბოლოოდ, მთელი ამ ძალისხმევის შედეგად, შეკრებილთა რაოდენობამ მაქსიმუმ 7 000 ადამიანი შეადგინა

2 სთ წინ3 წთ
გია აბაშიძე: ორი თვე საქართველოს მასშტაბით მობილიზაციას მოანდომეს, დაახლოებით 7 000 ადამიანი შეკრიბეს და აქცია სულ რაღაც 30… პოლიტიკა

გია აბაშიძე: ორი თვე საქართველოს მასშტაბით მობილიზაციას მოანდომეს, დაახლოებით 7 000 ადამიანი შეკრიბეს და აქცია სულ რაღაც 30 წუთში დაიშალა. ეს არის ნაცრადიკალების 28 ნოემბრის „გრანდიოზული“ აქციის მრავლისმთქმელი შეჯამება

3 სთ წინ2 წთ