— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ

გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს…

ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს. შენი სიტყვები დღეს აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელებს უწოდებენ, – ასე ეხმიანება გენერალ-მაიორი, აფხაზეთის ომის მონაწილე გიორგი ყარყარაშვილი, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომში, ქართველების მიერ ტყვეების დახვრეტასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

იგი იხსენებს, რომ ომში ანგელოზი არც ერთი მხარე ყოფილა, თუმცა, აფხაზების მხრიდან ქართველების მიმართ გამოხატულმა სიძულვილმა და ქართველი ტყვეების სისასტიკით დახოცვამ, გაგრის აღებაში მონაწილე რუსი ოფიცრებიც გააკვირვა, რაც ერთ-ერთმა მათგანმა 1993 წელს, ჩვენებაში აღიარა.

ყარყარაშვილის ინფორმაციით, აფხაზებმა, შრომა-კამანის დაცემისას ტყვედ აყვანილი სასულიერო პირებიც დახვრიტეს და წერს, რომ ბარამიძის განცხადებამ, რუსულ და აფხაზურ მხარეს მისცა მიზეზი, რომ უკვე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პირად გვერდზეც კი ლანძღვა-გინების ტექსტები დაწერონ ქართველების მისამართით.

“სამწუხაროდ აფხაზეთის ომში მონაწილეებიდან ანგელოზი არცერთი მხარე არ ყოფილა, ფაქტები ბევრად უფრო მცირეა ქართველების მხრიდან ჩადენილი, რაც ერთ-ერთი ასეთი ფაქტი რომლის მომსწრე და თვითმხილველიც თავად გავხდი, რაც საკუთარ წიგნშიც მაქვს აღწერილი, სინანულს გამოვხატავ და რაც დღემდის მაწუხებს. რაც შეეხება აფხაზების წმინდანობას, თუნდაც შრომა-კამანის დაცემისას ტყვედ აყვანილებიდან არა მხოლოდ მებრძოლები დახვრიტეს, არამედ კამანის მონასტრის წინამძღვარი 25 წლის მამა ანდრია და მასთან ერთად არც მონასტრის მორჩილი აფხაზი ანუა, არ დაინდეს. სამწუხაროდ ამჟამად აბასთუმანში ვიმყოფები, თორემ თბილისში ყოფნის შემთხვევაში ჩემს ვიდეო არქივში მაქვს, 1993 წლის მარტის დასაწყისში ყაზბეგის საბაჟოზე დაკავებული აფხაზეთში მონაწილე რუსი ეროვნების ოფიცერი, მაიორის ჩინით, რომელიც უშუალოდ1992 წლის 2 ოქტომბერს აფხაზების მხრიდან გაგრის აღებაში მონაწილეობდა, რომელმაც თავის ჩვენებაში აღწერა, რომ გაგრის აღების შემდეგ გაკვირვებული დარჩნენ მონაწილე რუსი ოფიცრები, რომ როგორი სისასტიკით და ზიზღით ასალმებდნენ სიცოცხლეს ქართველ ტყვეებს. რამხელა სიძულვილს გამოხატავდნენ ქართველების მიმართ. ჟიული შარტავას, მამია ალასანიას, გაბისკირიას და მასთან ერთად 50-მდე ტყვედ აყვანილი ქართველი სამოქალაქო პირის დახვრეტაზე რომ არაფერი ვთქვა, ასე, რომ ბიძიკო ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს. შენი სიტყვები დღეს აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელებს უწოდებენ. იმ დონეზე არიან გათავხედებულები, რომ უკვე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პირად გვერდს უვარდებიან და ლანძღვა-გინების ტექსტებს წერენ შენი დამსახურებით,” – წერს გიორგი ყარყარაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

14 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

15 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

15 სთ წინ3 წთ