თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი ე.წ კამიტით მოწამვლის კამპანიაზე: ეს არის „დიფ სთეითის“ სცენარის მეორე ნაწილი. ადამიანები, რომლებიც ამ ფილმში მონაწილეობას იღებენ „კამიტით“ კი არა, სამშობლოს სიძულვილით არიან მოწამლულნი

გიორგი სოსიაშვილი ე.წ კამიტით მოწამვლის კამპანიაზე: ეს არის „დიფ სთეითის“ სცენარის მეორე ნაწილი. ადამიანები, რომლებიც ამ…

ეს არის „დიფ სთეითის“ სცენარის მეორე ნაწილი,- განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა ე.წ კამიტით მოწამვლის კამპანიასთან დაკავშირებით საუბრისას.

სოსიაშვილის განცხადებით, ის ადამიანები, რომლებიც „კამიტით“ მოწამვლასთან დაკავშირებით ფილმებში მონაწილეობენ „კამიტით“ კი არ არიან მოწამლულნი, არამედ საკუთარი სამშობლოს სიძულვილით.

„პირველი ნაწილი ჩვენ ვნახეთ, რომ ჩაფლავდა. ვერ გაიყიდა საზოგადოებაში მათი შეთხზული ტყუილი მოწამვლასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არ არსებულ ამბავს ედავებოდნენ საქართველოს ხელისუფლებას. დადასტურდა, რომ არანაირი მსგავსი ნივთიერება არ ყოფილა და რა კი ეს სცენარი ვერ განხორციელდა და უზარმაზარი თანხები დაიხარჯა ამ სცენარის მომზადებისთვის, განხორციელებისთვის. შემდეგ უკვე მეორე ნაწილზე გადავიდნენ – ფილმების მომზადება დაიწყეს და სხვათა შორის, ერთ-ერთ ამ ფილმში მთავარ როლში იქნება ბუმბულგაცვენილი თუთიყუში, რომელსაც გვარამია გაახმოვანებს ციხიდან, იმიტომ რომ მისი ხმა ყველაზე უკეთესად მოუხდება თუთიყუშის საუბარს.
მე ვფიქრობ, რომ ეს არის მორიგი, თავსმოხვეული, „დიფ სთეითის“ მიერ შემოტანილი ცრუ ნარატივი და პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ამ ფილმში მონაწილეობას იღებენ, „კამიტით“ კი არ არიან მოწამლულები, სამშობლოს სიძულვილით არიან მოწამლულნი და მათ ერთადერთი მზიანი ამოძრავებთ, რომ როგორღაც ხელისუფლებაში დაბრუნდნენ და ამ საწამლავს იყენებს „დიფ სთეითი“ მათი გონების ასამღვრევად.“- განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

2 დღის წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

2 დღის წინ2 წთ
ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ… პოლიტიკა

ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.

2 დღის წინ2 წთ