— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი გაეროს პროგნოზზე, რომ საქართველო 2026 წელს ამიერკავკასიის ლიდერი იქნება: გაეროს  პროგნოზი და არსებული კვლევები კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორი სწორი გეზი უჭირავს  ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას, ქვეყნის განვითარების, ეროვნული უსაფრთხოებისა  და  ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით

გიორგი სოსიაშვილი გაეროს პროგნოზზე, რომ საქართველო 2026 წელს ამიერკავკასიის ლიდერი იქნება: გაეროს პროგნოზი და არსებული…

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი ეხმიანება გაეროს პროგნოზს, რომლის თანახმადაც  საქართველო ამიერკავკასიაში 2026 წელს  ლიდერი ქვეყანა იქნება.

სოსიაშვილის განცხადებით, გაეროს პროგნოზი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ როგორი სწორი გეზი უჭირავს საქართველოს ხელისუფლებას.

„გაეროს  პროგნოზი და არსებული კვლევები აჩვენებს, კიდევ ერთხელ ადასტურებს როგორი სწორი გეზი უჭირავს  ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას, ქვეყნის განვითარების, ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით და ეს შედეგები სახეზეა. მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო გახდა ამიერკავკასიაში ლიდერი სახელმწიფო, მისაბაძი სახელმწიფო ყველასთვის, თუ როგორ  უნდა განავითაროს ხელისუფლებამ სწორი გეზით ქვეყნის მომავალი და როგორ უნდა იქნეს შემდეგ აგებული ამ ყველაფერზე ეკონომიკა. ეს არის ამის დამადასტურებელი“,- განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

გიორგი სოსიაშვილი ბრიუსელის გეგმაზე: წარმოუდგენელ თანხაზეა საუბარი,  8 მილიარდზე და 600 %-იან ზრდაზე, რომელიც უნდა წავიდეს გიგაურების და სხვა ენჯეოების ჯიბეებში. მათი მთავარი მიზანი  არის ამ აგენტურული ძალების გამოკვება, რომ როგორმე ამ ფულით წყურვილი გაუღვიძონ და ხალხი გამოიყვანონ რევოლუციური სცენარის სისრულეში მოსაყვანად

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი  ბრიუსელის მიერ ენჯეო სექტორისთვის 8  მილიარდის გადარიცხვის საკითხს ეხმიანება.

სოსიაშვილის განცხადებით, საუბარია წარმოუდგენლად დიდ თანხაზე, რომელსაც აქვს ერთადერთ დანიშნულება, რომ გამოკვებონ   აგენტურულ ძალა, რათა მათ შემდეგ  ხალხში რევოლუციური სცენარები გააღვიძონ.

„იმ ფონზე, რომ ამერიკის ადმინისტრაციამ USAID-ზე ღიად თქვა, რომ ეს არის ორგანიზაცია მავნებლურ საქმიანობას ეწოდა და უამრავ ქვეყანაში აფინანსებდა ე.წ ფერად რევოლუციებს, გადატრიალებებს, არჩეული ხელისუფლებების მიმართ რევოლუციურ გამოხტომებს, USAID-ის მავნებლური საქმიანობის ჩანაცვლებას აპირებენ ახლა ევროკავშირის ეს ბიუროკრატები, რომლებიც ასე უღვთოდ ძარცვავენ ევროპის მოსახლეობას. საიდან არის ეს თანხა კითხვა იბადება, ეს არის ევროპელი გადამხდელების თანხა, რომელიც მიემართება მათი მხრიდან აი ამ აგენტურული ძალების დაფინანსებისკენ. რათა მოახდინონ არეულობა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში და თავიანთი სასურველი აგენტურული ძალა მოიყვანონო.  მთავარი ის არის, რომ მათ ვერ შეძლეს ამის განხორციელება. წარმოუდგენელ თანხაზეა საუბარი 8 მილიარდზე და 600 %-იან ზრდაზე, რომელიც უნდა წავიდეს გიგაურების და სხვა ენჯეოების ჯიბეებში. მათ ქართველი ხალხის ბედი კი არ ადარდებთ, რომ რაიმე პროგრამა დააფინანსონ, საზოგადოების განვითარებას ხელი შეუწყონ, მათი მთავარი მიზანი  არის ამ აგენტურული ძალების გამოკვება, რომ როგორმე ამ ფულით წყურვილი გაუღვიძონ, რომ როგორმე ხალხი გამოიყვანონ და მოახდინონ რევოლუცია სცენარის სისრულეში მოყვანა, მაგრამ აღარავინ იჯერებს ამ ყველაფერს, სახეზეა მათი ქმედება და ბუნებრივია, რომ აღარ ეყიდებათ ეს იაფფასიანი ტყუილები“,- განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

11 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

11 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

11 სთ წინ3 წთ