— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი: ოპოზიციას ვერ დავარქმევთ ჩვენ ამ ექსტრემისტებს, რომლებიც ხან ტერორიზმში დაადანაშაულებენ საკუთარ სამშობლოს, ხან რას დააბრალებენ და ხან რას – გახსოვთ ტაივანელი ქალბატონის, “თინა ტაივანელის” განცხადებები

გიორგი სოსიაშვილი: ოპოზიციას ვერ დავარქმევთ ჩვენ ამ ექსტრემისტებს, რომლებიც ხან ტერორიზმში დაადანაშაულებენ საკუთარ…
x

ოპოზიციას ვერ დავარქმევთ ჩვენ ამ ექსტრემისტებს, რადიკალებს, რომლებმაც გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ რა განცხადებები გააკეთეს – ხან ტერორიზმში დაადანაშაულებენ საკუთარ სამშობლოს, ხან რას დააბრალებენ და ხან – რას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა, “იმედის” ეთერში განაცხადა.

მან თინა ხიდაშელს “თინა ტაივანელი” უწოდა და გაიხსენა მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადებებიც.

სოსიაშვილის განმარტებით, რადიკალების პატრონების ინტერესშია, როგორღაც ჟანგბადი მიაწოდონ ე.წ. ოპოზიციას, რომელსაც პულსი აღარ ესინჯება, ვინაიდან, ქართველ ხალხს ვეღარ ატყუებენ.

“გახსოვთ ტაივანელი ქალბატონის, “თინა ტაივანელის” განცხადებები და რადიკალთა დაჯგუფების წარმომადგენელთა მსგავსი განცხადებები. ამჯერად, მათი პატრონების სურვილია, როგორღაც, ჟანგბადი მისცენ ამ ადამიანებს, იმიტომ, რომ ე.წ. ოპოზიციას, რადიკალებს აღარ ესინჯებათ პულსი, ხალხმა ნათლად დაინახა ყველაფერი, ქართველ ხალხს ვეღარ მოატყუებენ. ეს ეყიდებოდათ ორიოდე ათეული წლის წინ, როდესაც ბევრი რაღაცით ხდებოდა შეფუთვა და ვითომ ქართველი ხალხის ინტერესებით მოქმედებდნენ, სინამდვილეში სულ სხვა რამე ამოძრავებდათ.
ბუნებრივია, თავიანთი აგენტურის აღდგენა უნდათ – თავიანთი აგენტურის დასაფინანსებლად, ისინი ძალიან დიდ ფულს ხარჯავდნენ, ძალიან დიდი ფული შემოდიოდა და ამ ფულის ნაწილი, ისევ უკან უბრუნდებოდათ. ასეთი ჯაჭვი იყო აგებული, ფულის შოვნის ერთგვარი სქემები და ცხადია, როგორც კი გამჭვირვალობის კანონმა ეს გამოააშკარავა, მთელი ეს აგენტურული სისტემა ჩამოეშალათ თავზე. ახლა უნდათ, საქართველოში როგორღაც გადაარჩინონ თავიანთი აგენტურული ძალის წარმომადგენლები, რომ იქნებ რამე გამოუვიდეთ – ხან “მოსკოვის მექანიზმის” ჩართვით, რომელიც ყველა მანდატს გასცდა, რა მექანიზმზეა საუბარი, ან ეს მექანიზმი რატომ მაშინ არ გაახსენდათ, როდესაც მათი აგენტურა მართავდა ქვეყანას და უამრავი უდანაშაულო ადამიანი სცოცხელს გამოასალმეს, წამებით ამოხადეს სული ადამიანებს და ათიათასობით ოჯახი გააუბედურეს. სად იყო მაშინ “მოსკოვის მექანიზმი”, რატომ არ ახსენდებოდათ, საინტერესოა,” – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები.

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს პოლიტიკა

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

7 სთ წინ1 წთ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

10 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

11 სთ წინ2 წთ