თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.
პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანა საქართველოს დაზიანებაა, იმას ამბობენ, რასაც სცენარისტი კარნახობთ, ის შეასრულეს, რაც უკარნახეს, როცა რუსეთთან მოგვარება იყო საჭირო – იმ პერიოდში რუსეთი დიდი რვიანის შემადგენლობაში იყო, დღეს სხვა ვითარებაა, რადგან რუსეთთან ურთიერთობა მნიშვნელოვნად შეიცვალა და ომში საქართველოს ჩართულობაც სჭირდებათ

გიორგი ვოლსკი: „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანა საქართველოს დაზიანებაა, იმას ამბობენ, რასაც სცენარისტი კარნახობთ, ის…

„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანა საქართველოს დაზიანებაა, ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა, დესტაბილიზაცია და რევოლუციური პროცესის განვითარებაა, აქედან გამომდინარე, იმას ამბობენ, რასაც სცენარისტი კარნახობთ, თორემ, თავადაც კარგად იციან, რომ ხელი არ შეუშლიათ იმისთვის, რომ რუსეთს რაიმე შეფერხება ჰქონოდა, რაც განახორციელა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი განცხადებით, მსოფლიო პოლიტიკა იცვლება და უსამშობლოთა კოჰორტა ცდილობს, რომ იმ პოლიტიკას აუბას ფეხი, რომელიც გარე ძალებს გააჩნია, შესაბამისად, 2008 წლისგან განსხვავებით, ოპოზიციის შეცვლილი რიტორიკაც გარე ძალების კარნახით არის განპირობებული.

„პრაქტიკულად, ის მიიღეს და შეასრულეს, რაც უკარნახეს, რომ რუსეთთან მოგვარება იყო საჭირო. იმ პერიოდში რუსეთი დიდი რვიანის შემადგენლობაში იყო. დღეს სხვა ვითარებაა. დღეს საქართველოსგან გარკვეული მორჩილება უნდათ, რადგან რუსეთთან ურთიერთობა მნიშვნელოვნად შეიცვალა და ომში საქართველოს ჩართულობაც სჭირდებათ, ეს იქნება ეკონომიკური თუ სამხედრო თვალსაზრისით. დღეს, შუა დერეფნის თემაც გაცილებით აქტუალურია. აქედან გამომდინარე, დაკვეთის შემსრულებელს აგენტი ჰქვია. აგენტურული საქმიანობა იმას გულისხმობს, რასაც ისინი აკეთებენ. თითქოს „ქართული ოცნების” მხარეს უნდათ ხელის გამოშვერა, რომ რუსული პოლიტიკა წარმოებს, თუმცა ამის არანაირი არგუმენტი არ წარმოუდგენიათ, 2012 წლის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი რა ნაბიჯი გადადგა, რომელმაც რუსეთს სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკის გასატარებლად რაიმე უპირატესობა შესძინა. ხელისუფლებამ რა გააკეთა ისეთი, რითაც ოდესმე იმ სტანდარტს დაუპირისპირდა, რომელიც ევროკავშირს გააჩნია. მსოფლიო პოლიტიკა იცვლება და უსამშობლოთა კოჰორტა ცდილობს, რომ იმ პოლიტიკას ფეხი აუბას, რომელიც გარე ძალას გააჩნია. ეს ხდება მიუხედავად იმისა, ამ პოლიტიკის შედეგად დაინგრევა თუ არა საქართველო. ეს ის სურათია, რომელიც წარმოგვიდგა. ამ სურათის გადასაფარად ლიტონ სიტყვებს არახუნებენ, რომ თითქოს საქართველოში რუსეთის პოლიტიკა წარმოებს. ეს ხალხი იმ სცენარს არის აყოლილი, რომელიც იუკნევიჩიანეს, კალასის, კოსის თუ კუბილიუსის მონაწილეობით დაწერეს. მსოფლიო პოლიტიკა შეიცვალა და შეიცვალა აგენტურის პოლიტიკაც“ – განაცხადა ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები.

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი… პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება

11 სთ წინ4 წთ
თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ… პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა

14 სთ წინ2 წთ
ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

3 დღის წინ2 წთ