— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
პოლიტიკა

გრეტა წიწავა: საქართველოს  ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ყველა ნაბიჯი გაჯერებულია ქვეყნის და ხალხის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით – საზოგადოება ხედავს, ვის ეფიქრება ქვეყანაში  მშვიდობაზე და ეკონომიკურ წინსვლაზე

გრეტა წიწავა: საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ყველა ნაბიჯი გაჯერებულია ქვეყნის და ხალხის საუკეთესო ინტერესის…

გეოპოლიტიკიდან გამომდინარე ყველა კარგად ხედავს,  განსაკუთრებით, ბოლო წლები,   თუ რაოდენ  დიდი გამოწვევების წინაშეა ჩვენი რეგიონი.  საქართველოს  ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ყველა ნაბიჯი იყო  და არის  გაჯერებული  ქვეყნის და ხალხის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით,  –  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გრეტა წიწავამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც წიწავამ აღნიშნა,  „ურმის გადაბრუნების გარეშე, ჩვენი ქვეყნის  უახლესი ისტორიის გაანალიზებით, ვხედავთ სწორ  გზას და ამ გზაზე ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ.“ ამასთან, მისივე თქმით, საზოგადოება ხედავს, თუ ვის ეფიქრება ქვეყანაში მშვიდობაზე, ეკონომიკურ წინსვლასა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

„აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება, ხალხი ხედავს  პოლიტიკურად თანმიმდევრული ვინ არის. ვის ეფიქრება ქვეყანაში  მშვიდობაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე, სოფლებში და ქალაქებში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. რა თქმა უნდა არის გამოწვევები,   მაგრამ არის მასზეც ადეკვატური  პასუხი და  სათანადოდ რეაგირება. არ არსებობს დემოკრატიული ქვეყანა , რომელსაც არ აქვს გამოწვევა და ჩვენც ამ მსოფლიოს  ნაწილი ვართ.

დიახ, ხალხი ხედავს ვინ როგორ იცავს საქართველოს ინტერესებს სხვადასხვა პლატფორმაზე. რადიკალური ოპოზიცია,  რომელიც ყველგან  ცდილობს ჩვენი ქვეყნის  და ინსტიტუციების იმიჯი შელახოს   და „ქართული ოცნება“ – რომლისთვისაც საქართველოს ინტერესი და მისი სუვერენიტეტის დაცვა არის უმთავრესი  და უპირველესი.

დასასრულს, საქართველო კი იმსახურებს ნამდვილად უკეთეს ქუჩის  ოპოზიციას, მაგრამ გვაქვს ასეთი  მოცემულობა – რაცაა ესაა, რომელიც   ერთმანეთს  უმტკიცებს,  ვისი „ბაბლი“ უფრო ნაყოფიერია  კლავიატურის კაკუნში.  „ქართული ოცნების“ გუნდი კი, ტრადიციულად, ხალხს ხვდება, სოფელ-სოფელ, ქალაქ-ქალაქ, ისმენს მადლიერებას, გამოწვევასაც და ახალ სურვილებს, საჭიროებისამებრ, ხალხთან ერთად განიხილავს. ამიტომაც არის არჩევნებზე არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივი – ვინ როგორია, ყველაფერი დღესავით ნათელია,“ – განაცხადა გრეტა წიწავამ.