გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

პროექტის ფარგლებში 5 კილომეტრამდე სიგრძის გზაზე დაიგო ასფალტის ორფენიანი საფარი. ასევე, გაკეთდა მილხიდები და გადასასვლელები.

სამუშაოები 3 მილიონ ლარზე მეტით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

შესრულებულ პროექტს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, ლევან ზაუტაშვილი მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული და მხარის დელეგატი , დუშეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გაეცნენ.

უახლესი

მსგავსი სტატიები