— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
საქართველო

პატრიარქის ოცნება იყო ასეთი, ერთ მუშტად შეკრული ქართველი ერის ხილვა და ეს მანვე შეგვაძლებინა

პატრიარქის ოცნება იყო ასეთი, ერთ მუშტად შეკრული ქართველი ერის ხილვა და ეს მანვე შეგვაძლებინა

ერთმანეთის მიმართ ყველანაირი წყენა გაქრა. გაქრა ბრაზი, შური, ბოღმა. არ არსებობდა პროფესია, სოციალური სტატუსი, თანამდებობა. ყველა თანაბარი, დაობლებული ჭირისუფალი ვიყავით. არ არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა. ყველას ერთი აზრი და საერთო მიზანი გვქონდა – ღირსეულად უნდა გაგვეცილებინა ჩვენი უწმინდესი! 

🙏🏻

მისალმების ნაცვლად ერთმანეთს ვუსამძიმრებდით ჩვენს საერთო სევდას. ვისაც რითი შეგვეძლო, ისე ვეხმარებოდით ერთმანეთს. ვისაც რამდენი შეეძლო, იმდენი გააკეთა. არასდროს რიგში დგომა, რომ არ „გვეხერხებოდა“, წინა დღეებში ესეც კი სამაგალითოდ მოვახერხეთ ქართველებმა. ხალხი რიგში ადგილსაც კი უსიტყვოდ უთმობდა ერთმანეთს. სამების ტაძართან მცხოვრები მოქალაქეები მსახურებით იყვნენ დაკავებულნი, ხალხს წყლით, ჩაითა და ყავით უმასპინძლდებოდნენ, იმიტომ კი არა, ვინმეს დაენახა და შეექო, არამედ იმიტომ, რომ სიყვარულის მდგომარეობას ასე გამოხატავდნენ. ვნახეთ სხვადასხვა ასაკის ადამიანები, რომლებმაც ყავარჯნებით ამხელა გზა გაიარეს, ვნახეთ როგორი სითბოთი და მოწიწებით ეგებებოდნენ მათ პოლიციელები, რომლებიც რიგის ნაკადს აწესრიგებდნენ. წინა დღეების ქართველებს უპირობოდ გვიყვარდა, ვითვალისწინებდით და გვერდში ვედექით ერთმანეთს.

საამაყოა, რომ ყველამ ერთად ასე ღირსეულად გავაცილეთ ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი. ჩვენი ასეთი ერთობა, სოლიდარობა, ერთმანეთის გატანა და ასეთი სიყვარული ყველაზე უფრო ახარებს ჩვენს სულიერ მამას, ზეციურ საქართველოში. წინა დღეებში ჩვენ მართლაც, რომ შევძელით პატრიარქის ნანატრი საქართველო და ქართველები ვყოფილიყავით.

🇬🇪

ახლა, ზეცაში გვყავს ყველაზე დიდი გულშემატკივარი, იქიდან დაგვლოცავს და გაგვაძლიერებს, ხოლო ჩვენ მისი ხათრით მაინც ვალდებულები ვართ, რომ გვიყვარდეს, პატივი ვცეთ და გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს, არ გამოვიდეთ სიყვარულის ამ მდგომარეობიდან და ყოველდღე ვეცადოთ, რომ როგორც უწმინდესი გვასწავლიდა, ნაკლოვანებები საკუთარ თავში ვეძებოთ და იმაზე უკეთესები გავხდეთ, ვიდრე გუშინ ვიყავით.

წინა დღეების საქართველოსა და ქართველებს ვერავინ და ვერაფერი მოგვერევა!

✊
🇬🇪

თურმე, რა მაგრად გვყვარებიხარ პატრიარქო!
მშვიდობით, ყველაფრისთვის დიდი მადლობა!

❤️

ღმერთი, სამშობლო, ადამიანი.

🇬🇪
🙏🏻

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ