„დასრულდა „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ფილიალების პოლიტიკური ასპარეზი და როცა ნახეს, რომ 2026 წელი ცარიელი დღის წესრიგით დაიწყეს, თქვეს, იქნებ რამე თემა გავააქტიუროთო. მიმართეს თავიანთ პატრონებს, ჩაწერეს ეს ვიდეორგოლი, ვითომ ვიღაც მოიწამლა, რომ როგორმე თემა წამოწეულიყო, დაიხმარეს მათი საინფორმაციო საშუალებებიც.
კარგად ვხედავთ, რომ მსოფლიოში უკვე დაწყებულია სამართლიანობის პრინციპის აღდგენა და იმ საერთაშორისო მედია საშუალებებს, რომლებიც სამწუხაროდ ჩართულნი იყვნენ ამ ე.წ. მოწამვლის თემაში – BBC-ის და სხვადასხვა სააგენტოების სახით, ამერიკის პრეზიდენტმა უკვე გასცა პასუხი,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.




