თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი – ვხედავთ, რომ ევრობიუროკრატიაში ყველა, ვისაც არ ეზარება, ლანძღავს კაია კალასს, მას პირდაპირ მოიხსენიებენ, როგორც უზრდელს, უხეშს და თანამდებობისთვის შეუფერებელს

გურამ მაჭარაშვილი – ვხედავთ, რომ ევრობიუროკრატიაში ყველა, ვისაც არ ეზარება, ლანძღავს კაია კალასს, მას პირდაპირ…

ვხედავთ, რომ ევრობიუროკრატიაში უკვე ყველა, ვისაც არ ეზარება, ლანძღავს, გვარს არ დავასახელებ, მაგრამ საუბარი ეხება ევრობიუროკრატიაში უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომისარს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის, ხავიერ ლოპესის განცხადებაზე, რომ კაია კალასი თანამდებობისთვის შეუფერებელია.

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანი საქართველოსთან მიმართებით, მით უმეტეს, შეურაცხყოფებითა და შეუფერებლობით გამოირჩევა, მას პირდაპირ მოიხსენიებენ, როგორც „უზრდელს, უხეშს და თანამდებობისთვის შეუფერებელს“.

„ეს ზუსტად ისაა, რასაც წლებია, ვსაუბრობთ: სამწუხარო მოცემულობაა, რომ ევრობიუროკრატიაში ასეთ მაღალ თანამდებობებზე არიან ადამიანები, რომლებსაც უკვე საკუთარი კოლეგები ლანძღავენ და ამხელენ. კორუფციას, თანამდებობისთვის შეუფერებლობას და სხვა მსგავს საკითხებსაც ხომ არ დაგვაბრალებენ? რაც ვთქვი, ეს სიტყვები მე არ მეკუთვნის, არამედ ეკუთვნის ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, ევროპარლამენტარებს და ევროპარლამენტში მაღალი თანამდებობის პირებს. ეს არის მოცემულობა.

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ის, რაც დაემართება ევრობიუროკრატიას, ყველა ერთად ვნახავთ და ეს პროცესი მიმდინარეობს. არ მგონია, ევრობიუროკრატიას რამე ეშველოს, მაგრამ ევროპაში, დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეები მიიღებენ გადაწყვეტილებებს და აირჩევენ ეროვნულ ხელისუფლებებს, რომლებიც შემდეგ ევროპულ ღირებულებებს მიჰყვებიან“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

2 დღის წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

2 დღის წინ2 წთ
ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ… პოლიტიკა

ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.

2 დღის წინ2 წთ