თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი: ისტორიას ვერ გადაწერთ. რაც არ უნდა იხმაუროს დამარცხებულმა პარტიამ, მისი დანაშაულები ვერ გადაიფარება

გურამ ნიკოლაშვილი: ისტორიას ვერ გადაწერთ. რაც არ უნდა იხმაუროს დამარცხებულმა პარტიამ, მისი დანაშაულები ვერ გადაიფარება

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრი გურამ ნიკოლაშვილი 2008 წლის ომის წლისთავს და ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ექსტრემისტული ოპოზიციის მხრიდან მორიგი ყიჟინაა ატეხილი იმ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც 2008 წლის 8 აგვისტოს დაიწყო.

„ჩვენ, ტრადიციულად, ვხედავთ ოპოზიციის და მათ შორის იმ ექსტრემისტული ოპოზიციის მორიგ ყიჟინას იმ ტრაგიკულ პერიოდთან დაკავშირებით, რომელსაც ჰქვია 2008 წლის აგვისტოს ომი.

ჩვენ რამდენიმე დღის წინ წავიკითხეთ პრემიერ-მინისტრის წერილი, რომელშიც ძალიან მკაფიოდ იყო ხაზი გავლებული, თუ როგორ მოხდა იმ დღეების შემდეგ რუსოფობიის ინსტრუმენტალიზება შიდა პოლიტიკურ პროცესში და მთლიანად აქცენტის გადატანა იმაზე, თუ ვინ დაიწყო ომი, როდის დაიწყო და უკვე წლებია ჩვენ ვუყურებთ თარიღებით მანიპულაციას. რეალურად ჩვენ ვუყურებთ იმ ბრალეულობის გადაფარვის მცდელობას, რომელიც მიუძღვის მაშინდელ მმართველ პარტიას. მათ ვერც 2008 წლის აგვისტომდე, როდესაც უამრავი გაფრთხილება იყო, ვერც ომის პირობებში, როდესაც ჩვენ პრაქტიკულად 5 დღეში დავმარცხდით და ვერც ომის შემდგომ პერიოდში, როდესაც, ფაქტობრივად, მოხდა კაპიტულაციაზე ხელის მოწერა და სრული მარცხი დაფიქსირდა საინფორმაციო ომში, ვერ გამოიჩინეს სახელმწიფოებრივი პოზიცია“, – განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ბოლო დღეებში აფხაზეთის ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ეს განცხადებები ისტორიის გადაწერის და წინა ხელისუფლების დანაშაულის გადაფარვის მცდელობაა.

„პროკურატურამ საქმე აღძრა ერთ-ერთ მაღალჩინოსნის მიმართ 1990-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთის ომის შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე. ეს არის მცდელობა, მოხდეს ისტორიის გადაწერა, ეს არის ვიღაც აქტივისტ-ისტორიკოსების მიერ დღევანდელ კონიუნქტურაზე მორგებული რეტროსპექტივა, რომ თითქოს ყველაფერი სხვანაირად მოხდა. ყველა დოკუმენტი მეტყველებს და ჩვენ მომსწრე და თვითმხილველები ვართ, თუ რა მოხდა 1990-იან წლებში და რა მოხდა 2008 წელს. განსხვავება აშკარაა დოკუმენტების დონეზე. 2008 წლის ომმა ჩვენ ჩაგვაგდო სრულიად მძიმე ვითარებაში და დღევანდელი უტიფარი, აბსოლუტურად ქედმაღლური დანაშაულებრივი გამოსვლები არის მცდელობა, რომ ისტორია გადაიწეროს, ყველაფერი მიიჩქმალოს, თითქოს მაშინდელ ხელისუფლებას პასუხისმგებლობა არ მიუძღვის იმაში, რაც მოხდა. მინდა ვთქვა, რომ ისტორიას ვერ გადაწერთ! რაც არ უნდა იხმაუროს დამარცხებულმა პარტიამ, მისი დანაშაულები ვერ გადაიფარება. მოსახლეობამ იცის, რაც მოხდა. ამაზე პოლიტიკური პასუხი გაცემულია.

საქართველოს ინტერესები დღეს ყველაზე გონივრულად არის დაცული და ვერანაირი რევანში ამ ძალების მხრიდან და მათი უკან დაბრუნება ვერ მოხდება. ეს არის ჩვენი პასუხი იმ საინფორმაციო კაკაფონიაზე, რომელიც გვესმის“, – განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

1 დღის წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

1 დღის წინ2 წთ
ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ… პოლიტიკა

ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.

1 დღის წინ2 წთ