— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი “პუბლიკას” ფოტოებზე: სპეციალური მისიით მიავლინეს პარლამენტში ფოტოგრაფი, რომელსაც უნდა მოეგროვებინა რუსული ანალოგის შესატყვისი მასალა. ამ ფოტოგრაფმა ცოტა ხნის წინ ევროკავშირის პრიზი მიიღო- დიახ, სწორედ ევროპელების ფული იხარჯება ამ უაზრო ვითომ-მაწაკობა სისულელეებში, რომლის წახალისებაც პრიზებით ხდება

გურამ ნიკოლაშვილი “პუბლიკას” ფოტოებზე: სპეციალური მისიით მიავლინეს პარლამენტში ფოტოგრაფი, რომელსაც უნდა მოეგროვებინა რუსული…

“მოხეტიალე რუსულმა ინტერნეტ-მემმა ენჯეო-მედიას, ამჯერად “პუბლიკას”, რომლის დონორებიც წუხხან მედიაგარემოს გაუარესებაზე ხოლმე, “პატალა ტრიუკი” მოაფიქრებინა: – “მოდი მსგავსი კადრები გადავიღოთ, გამოვდოთ, დავტროლოთ, პარლამენტში გაბრაზდებიან და აგვიკრძალავენ გადაღებას. მერე ჩვენ გავიქცევით დონორთან, ვეტყვით რომ გვზღუდავენ და თან ვანახებთ როგორ გვებრძვიან რრრრუსული მეთოდებით”- წერს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ანალიტიკოსი გურამ ნიკოლაშვილი პარლამენტის პლენარული სხდომიდან “პუბლიკას” მიერ გავრცელებული ფოტოების შესახებ, რომელზეც საპარლამენტო უმრავლესობის წევრების უხერხული მომენტებია ასახული.

ნიკოლაშვილი თვლის, რომ აღნიშნული წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა, რომელიც ემსახურება არა საზოგადოებრივ ინტერესს, არამედ დონორებისთვის თავიანთი არგუმენტების გამყარებას, რომ თითქოს საქართველოში მედიას ზღუდავენ.

ის ასევე ამბობს, რომ მსგავსი ქმედებების განხორციელებაში სწორედ რომ ევროპელების ფული იხარჯება.

“ინტერნეტში ტრიალებს ცნობილი კოლაჟი რუსეთის დუმიდან, სადაც შეგროვებულია ის უხერხული თუ სახასიათო კადრები, რომელიც წლების განმავლობაში მოხვდა ფოტოობიექტივში და გარკვეულ კონტექსტთან თუ გარემოსთან კონტრასტულ უხერხულობას ქმნის.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის საკანონმდებლო ორგანო აკრძალავს ფოტოგადაღებას, რათა სამომავლოდ თავი დაიზღვიოს ამგვარი გაპარული კადრებისგან.

ეს შესავალი საჭიროა იმ მექანიზმის აღსაწერად, რათა კარგად გაიგოთ როგორ მუშაობს მედია-პროპაგანდა, თავს რომ ობიექტურობა-მიუკერძოებლობის სტანდარტსა და დასავლური ფასეულობების დაცვაზე დებს.

მოხეტიალე რუსულმა ინტერნეტ-მემმა ენჯეო-მედიას, ამჯერად “პუბლიკას”, რომლის დონორებიც წუხხან მედიაგარემოს გაუარესებაზე ხოლმე, “პატალა ტრიუკი” მოაფიქრებინა: – “მოდი მსგავსი კადრები გადავიღოთ, გამოვდოთ, დავტროლოთ, პარლამენტში გაბრაზდებიან და აგვიკრძალავენ გადაღებას. მერე ჩვენ გავიქცევით დონორთან, ვეტყვით რომ გვზღუდავენ და თან ვანახებთ როგორ გვებრძვიან რრრრუსული მეთოდებით”.

ნუ გიკვირთ ასეთი გონებაშეზღუდულობის, ხდება. ამგვარი გონებრივი კონსტიტუციის ხალხს სპეციალურად აგროვებენ.

წარმოიდგინეთ, აღნიშნული სპეციალური მისიით მიავლინეს პარლამენტში ფოტოგრაფი, რომელსაც ერთი სხდომის ფარგლებში უნდა
მოეგროვებინა რუსული ანალოგის შესატყვისი სრული მასალა. საათების განმავლობაში ეს საცოდავი ფოტოგრაფი ნადირობდა კადრებზე, ხან ვასილ ჩიგოგიძეს შეაჩერდა ხახაში და ხან ზარქუას ჩაუსაფრდა დახამხამებულ თვალზე.

დღისბოლოს კი ნაგვითა და ჭუჭყით სავსე კამერით გასწია რედაქციისკენ. რედაქტორთან ერთად ეს ჭუჭყი (მედია ენაზე ასე ეწოდება უვარგის კადრებს) ხომ ქექა, მერე თავის ევრო-პორტალზე ნიუსადაც გადაფუთა.

ეს ფოტოგრაფი მინდია გაბაძეა. ცოტა ხნის წინ ევროკავშირის პრიზი მიიღო, ალბათ თავდადებული მსახურებისთვის. დიახ, სწორედ ევროპელების ფული იხარჯება ამ უაზრო ვითომ-მაწაკობა სისულელეებში, რომლის წახალისებაც პრიზებით ხდება.

მერე უკვირთ, დონორი რა შუაშიაო.
შუაში კი არა, თავშია.

პ.ს. 13 წლის წინანდელი რუსული კოლაჟი (“პუბლიკის” ინსპირაციის საცოდავი წყარო) იხილეთ პირველივე კომენტარში”- წერს ნიკოლაშვილი.

მსგავსი სიახლეები.

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს პოლიტიკა

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

6 სთ წინ1 წთ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

9 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

10 სთ წინ2 წთ