— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

გურამ ფალავანდიშვილი: არაბიზაცია არის ტყუილი, არანაირი არაბული ქალაქები არ შენდება – საქართველოში ბოლო 3 წელიწადში ნამდვილად მოხდა მიგრანტების გახუთმაგება, ოღონდ, უკრაინის ომის გამო და არა მუსლიმი მიგრანტების ხარჯზე, როგორადაც სურთ წარმოაჩინონ მავანთ, რათა ქრისტიანი მოსახლეობის ფართო ფენები საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ განაწყონ

გურამ ფალავანდიშვილი: არაბიზაცია არის ტყუილი, არანაირი არაბული ქალაქები არ შენდება – საქართველოში ბოლო 3 წელიწადში…

არაბიზაცია არის ტყუილი. არანაირი არაბული ქალაქები არ შენდება, – წერს გურამ ფალავანდიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, კრწანისში მშენებარე ბინებიდან, არაბებს მხოლოდ 2-3 პროცენტი აქვთ ნაყიდი, ასევე, მოჰყავს 2024 წლის აღწერის შედეგები, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფებიდან არაბები მოსახლეობის 0.32 პროცენტს შეადგენენ.

როგორც ფალავანდიშვილი აღნიშნავს, საქართველოში ბოლო 3 წელიწადში მიგრანტების რიცხვი უკრაინის ომის გამო, სლავი ლტოლვილების ხარჯზე გახუთმაგდა და არა მუსლიმი მიგრანტების ხარჯზე, თუმცა, დაინტერესებულ პირებს, სურთ რომ სხვაგვარად წარმოაჩინონ და ქრისტიანი მოსახლეობის ფართო ფენები საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ განაწყონ.

“500 მშენებარე ბინიდან, რომელიც კრწანისში უკვე გაიყიდა, არაბებს მხოლოდ ბინების 2-3% აქვთ ნაყიდი. ასევე მთელი თავისი სააგენტოებით თუ სამშენებლო ჯგუფების გათვალისწინებით სადღაც იგივე პროცენტი აქვთ ნაყიდი ჯამში მთელ საქართველოშიც. აქედან კი ალბათ 10 წილი ბათუმში და 1 თბილისში. ბათუმში მათ მიერ შეძენილი ბინები კი არი ძირითადად ტურისტული, იოლად გასაქირავებელი, გადასაყიდი, სასტუმროს, სტუდიოს ტიპის და არა წვრილშვილით ჩასასახლებელი. ასევე არ დასტურდება, არც რამე ფაქტებით, ან კადრებით არც ერთი ჭორი, არაბ ოჯახებს, ან ბაზალეთში, ან წინარეხში, ან წეროვანში … ან სადმე სოფლად, არა თუ ათასობით, არამედ თუნდაც 5 ოჯახს კომპაქტურად ეცხოვროთ.
ზოგადად კი მდიდრების შემოსევა არ არსებობს. თან დაბადებით მილიონერი ემირატების არაბები სად უნდა გადასახლდნენ, როცა თავის ქვეყანაშიც კი უდიდეს უმცირესობაში არიან, კერძოდ 10 პროცენტი თვითონ და 90 უცხოელები, ძირითადად ევროპელები. უბრალოდ ვინაიდან ნავთობი მილევადი პროდუქტია, ისინი მისგან ნაშოვნ თანხებს მთელ მსოფლიოში აქტიურად აბანდებენ სხვადასხვა ბიზნესებში, მათ შორის უძრავ ქონებაში, მაგრამ არა სადმე გადასახლების, არამედ წმინდა ბიზნესის, ფულის მოგების, კომერციის მიზნით.
კერძოდ, მაგალითად ეს ნახევრად სახელმწიფო სამშენებლო კომპანია იგლ ჰილსი, პარალეურად კიდე 7-8 ევროპულ ქვეყანაში ანხორციელებს მეგა პროექტებს, მაგრამ არსად არავის დაუწუწუნია რო იქ არაბიზაცია ხდება, რადგან, უშუალოდ არაბების მიერ შეძენილი ბინების რაოდენობა, საქართველოსი არ იყოს, ყველგან უმნიშვნელოა.
მაგალითად:
იტალია – 1-3%
ხორვატია – 2-5%
მონტენეგრო – 3-7%
ლატვია – 1-2%
ალბანეთი – 2-8%
სერბეთი – 1-3%
მიგრაცია
საქართველოში ბოლო 3 წელიწადში ნამდვილად მოხდა მიგრანტების გახუთმაგება, ოღონდ ეს მოხდა უკრაინის ომის გამო, სლავი ლტოლვილების ხარჯზე და არა მუსლიმი მიგრანტების, როგორადაც სურთ წარმოაჩინონ მავანთ, რათა ქრისტიანი მოსახლეობის ფართო ფენები საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ განაწყონ.
რაც შეეხება ფერად კანიან ადამიანებს, რომლებიც შეიძლება ჩვენ შეგხვდნენ სადმე სპორტულ მოედნებზე, საქეიფო დარბაზებში თუ ღია სივრცეებში, აბანოთუბანში, მათ ზეიმზე პატარა მეჩეთში, ვერ დატეულნი ქუჩებში მოზღვავებისას (ისე კი ნეტა არც ეს პატარა და საერთოდ არცერთი მეჩეთი არ არსებობდეს საქართველოში) , ან ახალ წლის ასაღნიშნად მოწყობილ სივრცეებში… თუ კარგად დავაკვირდებით მათი უდიდესი უმრავლესობა ახალგაზრდაა, რადგან ისინი არიან ან ტურისტები (1 მილიონამდე შემოდის ყოველწლიურად) ან სტუდენტები (50 ათასამდე ფერადკანიანი სტუდენტია დაახლოებით) და არა ბარგი ბარხანით, მოხუცებითა და ბავშვებით მომდგარი ლტოლვილები სამუდამოდ აქ დასამკვიდრებლად.
ზოგი აჟიტირებული პოლიტიკოსი იქამდეც კი მივიდა, რომ ლამის 4 მილიონ საქართველოს მოქალაქეებში გვიმტკიცებს, რომ სუფთა ქართველები 1.5 – 1.3 მილიონიღა დარჩნენ, ხოლო დანარჩენი უკვე მთლიანად უცხოტომელები არიან.
მკითხველისთვის ამ ყველაფრის აფსურდულობის დასამტკიცებლად ვფიქრობთ აბსოლუტურად საკმარისია, სტატისტიკის სამართველოს მიერ გავრცელებული 2024 წლის აღწერის ერთი კვლევის გაცნობაც კი, საქართველოში მუდმივად მაცხოვრებელი ეთნიკური ჯგუფების შესახებ.
ეთნიკური შემადგენლობა საქართველოს 2024 წლის აღწერით (ამ სიაში შედიან ადამიანები, რომლებიც 12 და მეტ თვეს მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში) :
სულ 3.929.581 ადამიანი:
ქართველი – 3.303.073 / 84.1%
აზერბაიჯანელი – 268.832 / 6.8%
სომეხი – 169.296 / 4.3%
რუსი – 42.545 – 1.08%
ინდოელი – 23.996 / 0.62%
უკრაინელი – 14.443 / 0.37%
ოსი 12.611 / 0.32%
არაბი – 12.533 / 0.32%
იეზიდი 11.324 / 0.29%
ბელარუსი – 4.558 / 0.12%
ირანელი 4.304 / 0.11%
აფხაზი – 907/ 0.02%
(შენიშვნები:

  1. ჯამში, საქართველოში მაცხოვრებლების 1% – ზე ნაკლები, 23.300 ინდოელების (0.62%) და 12.611 არაბების / (0.32%) უდიდესი უმრავლესობა, ძირითადად ყველა სამედიცინო განხრის სტუდენტები არიან, რომლებიც საქართველოს დიპლომის მიღების მერე პრაქტიკულად ყველა თავის სამშობლოში ბრუნდება თავის ქვეყანაში წარმატებული საექიმო კარიერის გასაკეთებლად.
  2. 907 ეთნიკურ აფხაზში იგულისხმება მხოლოდ ის პირები ვინც აქეთ ტერიტორიაზე ცხოვრობენ და არა ოკუპირებულში).” – წერს ფალავანდიშვილი.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

9 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

10 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

10 სთ წინ3 წთ