— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
სპორტი

ჰარი სტაილზმა მშობლიური სკოლის მოსწავლეებს მანჩესტერის კონცერტის ბილეთები აჩუქა

ჰარი სტაილზმა მშობლიური სკოლის მოსწავლეებს მანჩესტერის კონცერტის ბილეთები აჩუქა

ბრიტანელმა მომღერალმა, ჰარი სტაილზმა, თავისი ყოფილი სკოლის მოსწავლეებს მანჩესტერში დაგეგმილი თავისი ერთადერთი კონცერტის უფასო ბილეთები დაურიგა.

32 წლის მომღერალმა ბილეთები 50 მოსწავლეს გადასცა. თითოეულ მათგანს საშუალება ჰქონდა, თან კიდევ ერთი ადამიანი წაეყვანა, შესაბამისად, ბილეთების საერთო რაოდენობამ 100 შეადგინა.

ბილეთების მისაღებად​ განაცხადი ჩეშირში მდებარე Holmes Chapel-ის სკოლის სულ 600-მა მოსწავლემ შეიტანა. გამარჯვებულები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლინდნენ.

„როგორც ჰარის ყოფილი დირექტორი, ძალიან მოხარული ვარ, რომ მის გულში კვლავ დარჩა ადგილი თავისი ფესვების, სოფლისა და იმ სკოლისთვის, სადაც ის გაიზარდა და ჩამოყალიბდა. ყველა იმ ოჯახის სახელით, რომელსაც ვემსახურები, დიდ მადლობას ვუხდი მას იმისთვის, რომ თავისი ძველი სკოლის ბავშვებს მისცა საშუალება, გამხდარიყვნენ იმ მოვლენის ნაწილი, რომელიც ზოგისთვის ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ხდება“, – განაცხდა სკოლის დირექტორმა, ნაიჯელ ბილბიმ, რომელიც ჰარის სწავლის პერიოდშიც ამ პოზიციაზე მუშაობდა.

დირექტორმა ასევე დაამატა, რომ ჰარის კარგად ესმის, რას ნიშნავს იყოს წარმატებული და, ამავდროულად, ინარჩუნებს პიროვნულ იდენტობას, პატიოსნებასა და სანდოობას.