თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
მერცის განცხადებით, უკრაინის, მოლდოვის და დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგი ნაბიჯი ასოცირებული წევრობა იქნება: „ეს გულისხმობს ევროკავშირის წევრობას ხმის უფლების გარეშე, თუმცა, იმდენად მჭიდრო ინტეგრაციას, რომ სრულუფლებიანი წევრობა ბუნებრივად მოჰყვეს” ცხოველთა ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა აპრობირებული მეთოდია, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ინფორმაცია, რომ ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრი საერთაშორისო წესების დარღვევით მოქმედებს, სიმართლეს არ შეესაბამება ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის უფროსის მოადგილე: ცალსახად დეზინფორმაციას წარმოადგენს აღნიშნული ინფორმაცია, რომ თითქოს სურსათის ეროვნული სააგენტოს დამჭერ ბრიგადებს მიჰყავთ მიუსაფარი ცხოველები და მას გარემოში უკან აღარ აბრუნებენ ლადო სადღობელაშვილი: როდესაც სააკაშვილი „რიყის დოქებზე” იწყებს საუბარს, ბევრისთვის უცნობი ანდა კარგად მივიწყებული ისტორია მახსენდება – ამ ნაგებობის მიღმა, რეალურად, უმძიმესი ფინანსური მაქინაციები, პირადი კაპრიზები და პოლიტიკური გარიგებები იმალება ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მაქსიმალურად გამჭვირვალეა და ბრალდებები სხვადასხვა ლოკაციიდან ძაღლების არაგეგმურად აყვანის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება
საქართველო

Huawei თბილისის ერთ-ერთ სკოლას სმარტ საკლასო ოთახის მოწყობისთვის საჭირო აღჭურვილობას უსასყიდლოდ გადასცემს

Huawei თბილისის ერთ-ერთ სკოლას სმარტ საკლასო ოთახის მოწყობისთვის საჭირო აღჭურვილობას უსასყიდლოდ გადასცემს

Huawei თბილისის ერთ-ერთ სკოლას უსასყიდლოდ გადასცემს სმარტ საკლასო ოთახის მოწყობისთვის საჭირო აღჭურვილობას, – ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე Huawei-ს სათავო ოფისს ესტუმრა და კომპანიის ვიცე-პრეზიდენტ ჟანგ ჩენგ ტაოს შეხვდა.

„ვიცე-პრეზიდენტმა მინისტრს კომპანიის საქმიანობა, უახლესი გამოგონებები და ის ინოვაციური პროექტები გააცნო, რომელსაც Huawei სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებს სთავაზობს.

გივი მიქანაძემ მადლობა გადაუხადა ჟანგ ჩენგ ტაოს მასპინძლობისთვის და Huawei-სთან ნაყოფიერ პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, Huawei არის თანამედროვე ტექნოლოგიების ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, რომელიც აქტიურადაა ჩართული როგორც ჩინეთის, ასევე, პარტნიორი ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემის განვითარებაში.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა Huawei-ს მიერ საქართველოს სკოლებში სმარტ კლასების მოწყობაზე, რაც სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა ქართულ მხარესთან პარტნიორობა დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ Huawei თბილისის ერთ-ერთ სკოლას უსასყიდლოდ გადასცემს სმარტ საკლასო ოთახის მოწყობისთვის საჭირო აღჭურვილობას.

საუბრის დასასრულს მხარეები არსებული თანამშრომლობის გაძლიერებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

Huawei-ს სათავო ოფისში სტუმრობამდე გივი მიქანაძე ასევე ეწვია შენჟენის ექსპერიმენტულ სკოლასა და პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს, სადაც მიმდინარე სასწავლო პროცესს დაესწრო.

Huawei-ს ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან ქარუმიძე, Huawei საქართველოს წარმომადგენლობის გენერალური დირექტორი ლუ პენგჩონგი და კომპანიის სხვა წარმომადგენლები“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები.

შიო მესამე: ეკლესიის ერთგულება და მოციქულთა გზის გაგრძელება არის საწინდარი ჩვენი შემდგომი გადარჩენისა და განვითარების. დღეს… საქართველო

შიო მესამე: ეკლესიის ერთგულება და მოციქულთა გზის გაგრძელება არის საწინდარი ჩვენი შემდგომი გადარჩენისა და განვითარების. დღეს ჩვენს ეპოქაშიც არიან ასეთი მოღვაწეები, უახლეს ისტორიაში მოვესწარით ასეთ ადამიანებს და ერთ-ერთი უპირველესი დღეს მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიაში გახლავთ ჩვენი კათოლიკოს- პატრიარქი ილია მეორე

3 დღის წინ2 წთ
ევროპარლამენტის კვლევითი სამსახურის ანგარიშის თანახმად, ეკონომიკური კრიზისისადმი მდგრადობით საქართველომ ახალი ისტორიული… მსოფლიო

ევროპარლამენტის კვლევითი სამსახურის ანგარიშის თანახმად, ეკონომიკური კრიზისისადმი მდგრადობით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მეორე ადგილზეა

4 დღის წინ3 წთ
კერძო სექტორის განმავითარებელი მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო ოცეულშია მსოფლიო

კერძო სექტორის განმავითარებელი მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპის  საუკეთესო ოცეულშია

7 დღის წინ2 წთ