— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა
პოლიტიკა

იაროსლავ კაჩინსკი პოლონეთის ევროკავშირიდან გასვლაზე: ევროკავშირი უნდა შეიცვალოს, მდგომარეობა მართლაც იმდენად მძიმეა, რომ თუ სხვა გზები შედეგს არ გამოიღებს, ამ მეთოდის გამოყენებაც ღირს

იაროსლავ კაჩინსკი პოლონეთის ევროკავშირიდან გასვლაზე: ევროკავშირი უნდა შეიცვალოს, მდგომარეობა მართლაც იმდენად მძიმეა, რომ თუ…
12.05.2026 WARSZAWA SEJM RP POSIEDZENIE SEJMU WARSAW - POLISH PARLIAMENT - SESSION OF THE POLISH SEJM N/Z JAROSLAW KACZYNSKI FOT DAMIAN BURZYKOWSKI / NEWSPIX.PL/NEWSPIX.PL --- newspix.pl *** Local Caption *** www.newspix.pl mail us: zamowienia@newspix.pl --- Polish Picture Agency by Ringier Axel Springer Poland

„კრინიცას ფორუმზე“ იაროსლავ კაჩინსკიმ ევროკავშირში ფუნდამენტური ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრა. პარტია „კანონი და სამართლიანობის“ (PiS) თავმჯდომარემ არ გამორიცხა „მკაცრი მიდგომების“ გამოყენება, მათ შორის, ევროკავშირიდან შესაძლო გასვლასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების გამართვა.

კაჩინსკიმ ევროკავშირის რეფორმირების საჭიროებას გაუსვა ხაზი. „ევროკავშირი უნდა შეიცვალოს. ეს ჩემი მტკიცე რწმენაა – რწმენა, რომელსაც იზიარებს ჩემი პოლიტიკური მოძრაობა და, ვფიქრობ, მრავალი პოლონელიც“, – განაცხადა „კანონი და სამართლიანობის“ თავმჯდომარემ.

ამასთან, როგორც მან დასძინა, „ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების დასკვნით დებულებებში, მოგვიანებით კი ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულებაშიც, არსებობს ნორმები, რომლებიც განსაზღვრავს, რა პირობებით შეუძლია სახელმწიფოს ევროკავშირიდან გასვლა“.

„ეს ყველაფერი მოლაპარაკებებით იწყება. უბრალოდ, უნდა დავიწყოთ ეს მოლაპარაკებები. ეს ხისტი და სარისკო მეთოდია, მაგრამ მდგომარეობა მართლაც იმდენად ცუდია, იმდენად მძიმეა, რომ თუ სხვა გზები შედეგს არ გამოიღებს, ამ მეთოდის გამოყენებაც ღირს.

რა თქმა უნდა, ამას მტკიცე ნება და პოზიციების შეთანხმება სჭირდება. იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებზეც ვსაუბრობდი, რიგ საკითხებზე პოზიციები ზოგჯერ ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. განსაკუთრებით ეს აღმოსავლეთის პოლიტიკას ეხება. თუმცა ასეთი სახელმწიფოები არსებობენ“, – განაცხადა კაჩინსკიმ.

მისმა განცხადებამ მმართველი კოალიციის პოლიტიკოსების კრიტიკა გამოიწვია. კაჩინსკის პოზიციას გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი. მისი თქმით, კაჩინსკიმ ფაქტობრივად ღიად განაცხადა, რომ პოლონეთმა ევროკავშირიდან გამოსვლაზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.

„იაროსლავ კაჩინსკიმ ახლახან განაცხადა, რომ პოლონეთმა უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირიდან გასვლის პირობების თაობაზე. ეს არის ერთ-ერთი საკითხი სხვა საკითხებთან ერთად იმ ბრძოლაში, რომელიც დღეს პოლონეთში მიმდინარეობს. მძიმე ბრძოლაა. მე არ ვაპირებ მის წაგებას, თუნდაც ყველა არ თამაშობდეს ჩემს მხარეს“, – დაწერა ტუსკმა X-ზე.

მსგავსი სიახლეები.