— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
პოლიტიკა

ილია ინჯია „ჯი ემ ფარმას“ წარმომადგენლებს: ქვეყნები,  სადაც შედიხართ და სადაც აპირებთ ოპერირებას, იქ რომ ამ ყველაფერს ავითარებთ, ეს საიდან  ფინანსდება,  ხომ არ ფინანსდება ეს საქართველოს ბაზარზე მიღებული მოგებით?

ილია ინჯია „ჯი ემ ფარმას“ წარმომადგენლებს: ქვეყნები, სადაც შედიხართ და სადაც აპირებთ ოპერირებას, იქ რომ ამ ყველაფერს…

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც დღეს  მედიკამენტების ფასწარმოქმნის სტრუქტურა განიხილება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა, ილია ინჯიამ,   „ჯი ემ ფარმას“ წარმომადგენლებს  უცხოურ ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებით კრიტიკული კითხვებით მიმართა.

ინჯიამ „ ჯი ემ ფარმას“ წარმომადგენლებს, რომელიც „პე ეს პე“ ჯგუფის ქოლგის ქვეშ მყოფი კომპანიაა ჰკითხა  უცხოურ ბაზარზე ოპერირებას ხომ არ აპირებენ სწორედ იმ მოგებით, რომელიც ქართულ ბაზარზე მედიკამენტების რეალიზაციით მიიღეს.

„რამით უკმაყოფილო ხართ საქართველოს ბაზარზე მუშაობით? ისე აღნიშნავთ 2023-2024 წლის მოგებას, თქვენ რომ ეს ქვეყნები ჩამოთვალეთ, სადაც შედიხართ და სადაც აპირებთ ოპერირებას საქართველოში მიღებული მოგებით აფინანსებთ ხომ ალბათ  იმ ქვეყნებში  შესვლას? იქ რომ ამ ყველაფერს ავითარებთ, ეს საიდან  ფინანსდება?  ხომ არ ფინანსდება ეს საქართველოს ბაზარზე მიღებული მოგებით? თუ კრედიტს იღებთ იმ ქვეყანაში.

იმ ქვეყნებში,  რომელშიც შედიხართ ოპერირებისთვის, რა თქმა უნდა, რაღაც კვლევა ჩაატარეთ. რომელი კვლევის მიხედვითაც მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ ბაზარზე შეხვიდეთ და ეს თქვენთვის საინტერესო არის. რა რეგულაციები არის იქ და რა იყო მოტივაცია, რომ ახალი ბაზრები  აგეთვისებინათ და იქაური ფასები რამდენადა განსხვავდება საქართველოში არსებული ფასებისგან?“- განაცხადა ილია ინჯიამ.

„ჯი ემ ფარმას“ წარმომადგენლის განცხადებით, ადგილობრივი ბაზრით, კომპანია ვერ დააგენერირებს იმ მოგებას, რომელიც მისი არსებობისთვის საკმარისი იქნება.

„მხოლოდ საქართველოს ბაზარზე, რომ მუშაობით კომპანია დაიხურება, კომპანია ვერ დააგენერირებს იმ მოგებას“- განაცხადა „ჯი ემ ფარმას“ წარმომადგენელმა. 

ილია ინჯიას განცხადებით, იმ ნარატივით საუბარი, რომ კომპანია წაგებაზე მიდის და მისთვის წინა წლები რთული იყო არ არის მართებული.

„სანამ სხვა ქვეყნებში ოპერირებას გააგრძელებდით, მანამდე საქართველოს ბაზარზე იყავით მხოლოდ. ხომ არ დაშლილა კომპანია, ხომ არ დაკეტილა?! ისეთი ნარატივით საუბარი, რომ თითქოს უკმაყოფილო ხართ რაღაცით ეს არ არის სწორი მიდგომა,“- განაცხადა ილია ინჯიამ.

მსგავსი სიახლეები.

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს პოლიტიკა

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

2 სთ წინ1 წთ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

6 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

6 სთ წინ2 წთ