— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს პაატა კვიჟინაძე: რასაც არ უნდა ითხოვდეს ოპოზიცია, რომელიც ეკონომიკურ მაჩვენებლებს დააზიანებს, პოპულისტური გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება – არ დავუშვებთ, დაირღვეს ეკონომიკური პარამეტრები, ვიმუშავებთ, რომ იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს, ყოველწლიურად გავზარდოთ პენსიები
მსოფლიო

ილონ მასკის განცხადებით, SpaceX-ის პრიორიტეტი მთვარეზე თვითმყოფადი ქალაქის მშენებლობა ხდება

ილონ მასკის განცხადებით, SpaceX-ის პრიორიტეტი მთვარეზე თვითმყოფადი ქალაქის მშენებლობა ხდება

ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია SpaceX მთვარეზე „თვითგანვითარებადი ქალაქის“ შექმნაზე იქნება ფოკუსირებული, რომელიც, მისი თქმით, შესაძლოა 10 წელზე ნაკლებ დროში აშენდეს. რაც შეეხება მარსს, მასკის განმარტებით, ამ იდეის განხორციელებას გაცილებით მეტი დრო დასჭირდება.

„SpaceX-მა უკვე გადაიტანა აქცენტი მთვარეზე თვითგანვითარებადი ქალაქის მშენებლობაზე, რადგან ჩვენ პოტენციურად შეგვიძლია ამას 10 წელზე ნაკლებ დროში მივაღწიოთ, მაშინ როცა მარსისთვის 20 წელზე მეტი იქნებოდა საჭირო“, – განმარტა მასკმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მარსზე მოგზაურობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც პლანეტები ერთ ხაზზე სწორდებიან (ყოველ 26 თვეში ერთხელ), მაშინ როცა მთვარეზე გაფრენა „ყოველ 10 დღეში“ არის შესაძლებელი.

მისივე თქმით, მარსამდე „მგზავრობის დრო“ 6 თვეს შეადგენს, მთვარემდე კი 2 დღეს.

„მიუხედავად ამისა, SpaceX ასევე შეეცდება ქალაქის აშენებას მარსზე და ამას დაახლოებით 5-7 წელიწადში დაიწყებს, თუმცა მთავარი პრიორიტეტი ცივილიზაციის მომავლის უზრუნველყოფაა, რისთვისაც მთვარე უფრო სწრაფი ვარიანტია“, – წერს მასკი.