თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
მსოფლიო

ინდონეზიაში უფასო სასკოლო სადილით 1000-ზე მეტი ბავშვი მოიწამლა

ინდონეზიაში უფასო სასკოლო სადილით 1000-ზე მეტი ბავშვი მოიწამლა

ინდონეზიაში უფასო სასკოლო სადილით 1000-ზე მეტი ბავშვი მოიწამლა. როგორც „ბიბისი“ წერს, შემთხვევა დაკავშირებულია უფასო კვების შესახებ პრეზიდენტ პრაბოვო სუბიანტოს მრავალმილიარდიანი ინიციატივასთან.

გამოცემის ცნობით, სკოლის მოსწავლეები კუჭის ტკივილს, თაბრუსხვევას და გულისრევას უჩიოდნენ.

დასავლეთ იავის ციპონგკორის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა, იუიუნ სარიჰოტიმამ, BBC Indonesia-ს განუცხადა, რომ ორშაბათიდან ოთხშაბათის ჩათვლით დაფიქსირებული მოწამვლის მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 1 171-ს მიაღწია.

გამოცემის ცნობით, პრეზიდენტმა პრაბოვომ ნოყიერი კვების პროგრამა ცოტა ხნის წინ შემოიღო და მისი მიზანი ქვეყანაში სკოლის 80 მილიონი მოსწავლისთვის უფასო სადილის შეთავაზება იყო.

მედიის ცნობით, მიმდინარე კვირაში სკოლის მოსწავლეების რაციონს ქათამი, შემწვარი ტოფუ, ბოსტნეული და ხილი შეადგენდა. თუმცა, საკვებით მასობრივი მოწამვლის შემთხვევების სერიამ არასამთავრობო ორგანიზაციები აიძულა, ხელისუფლებისთვის პროგრამის შეჩერება მოეთხოვათ.