— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: აგენტურა ოპოზიციას დაერქმევს, არასამთავრობო ორგანიზაციას თუ რომელიმე მედიასაშუალებას, არანაირი აზრი არ აქვს – აგენტურა არის აგენტურა და ჩვენ ვხედავთ იმ ხუთ ე.წ. ოპოზიციურ პარტიას, რომელიც  სამართლდება საკონსტიტუციო სასამართლოში

ირაკლი კირცხალია: აგენტურა ოპოზიციას დაერქმევს, არასამთავრობო ორგანიზაციას თუ რომელიმე მედიასაშუალებას, არანაირი აზრი არ…

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, ოპოზიციაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ე.წ. ოპოზიციური პარტიები რეალურად, აგენტურას წარმოადგენენ.

მისი განცხადებით, სხვადასხვა პოზიციური პარტიის ,,დედა პარტიისგან” გამიჯვნის მცდელობის მიუხედავად, საზოგადოებამ იცის, რომ რეალურად ეს ძალები ერთიან ორგანიზმს წარმოადგენენ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ნიკა გვარამიას წამოცდენამაც დაადასტურა.

„აგენტურა ოპოზიციას დაერქმევს, არასამთავრობო ორგანიზაციას თუ რომელიმე მედიასაშუალებას, ამას არანაირი აზრი არ აქვს – აგენტურა არის აგენტურა და ჩვენ ვხედავთ იმ ხუთ ე.წ. ოპოზიციურ პარტიას, რომელიც  სამართლდება საკონსტიტუციო სასამართლოში. შემდეგ, სხვადასხვა განულებული ანასხლეტი, რომელიც საზოგადოებას ისევ და ისევ ანახებს იმ უნიჭო სცენარს და რაღაც შიდა ბატალიებით, სასამართლო დარბაზში დღეში ხუთჯერ გაიმიჯნებიან თუ ოთხჯერ, ამაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო შეურაცხმყოფელ და ბინძურ ტექსტს გამოაქვეყნებს, ისევ და ისევ საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, რომ ემიჯნებიან თავის დედა პარტიას, არ უნდა დაავიწყდეთ, რომ შემდეგ პროცესზე გამოვა ბატონი ნიკა გვარამია და წამოცდენით იტყვის, რომ ისინი არიან ერთი ორგანიზმი. რაც არ უნდა ამტკიცოს ჩამოთვლილმა სახელმა და გვარმა, სხვადასხვა დანაყოფმა, რომ ისინი  არ არიან ამ რეჟიმის მეხოტბეები და ამ რეჟიმის ნაწილი, ეს არ გამოუვათ, იმიტომ, რომ საზოგადოება ამ ტყუილს აღარასდროს მიიღებს ჩვენს ქვეყანაში. ეს საბოლოოდ, როგორც საპარლამენტო, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, განსაკუთრებით – ბოლო არჩევნების დროს, დაამტკიცა [ხალხმა] იმ დროს, როდესაც უპრეცედენტო იყო ქვეყნის შიგნით ამ აგენტურის მოქმედება და ქვეყნის გარედან უპრეცედენტო იყო ის ბულინგი და ზეწოლა, რაც ჩვენ ქვეყანაზე ხორციელდებოდა.“ – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მსგავსი სიახლეები.