— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხის ევროპული ინტეგრაციის შემაფერხებელ გარემოებად წარმოჩენას შესაძლოა, მძიმე პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს

ირაკლი კირცხალია – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხის ევროპული ინტეგრაციის შემაფერხებელ გარემოებად წარმოჩენას…

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხზე ნებისმიერი პოლიტიკური ინიციატივა უნდა ემსახურებოდეს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების უფლებების დაცვასა და საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში მშვიდობიანი თანაცხოვრების აღდგენას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია წერს.

მისივე თქმით, არც ერთი პოლიტიკური მიზანი არ უნდა გახდეს ოკუპაციის შედეგებთან შეგუების, საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების გადახედვის ან აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ურთიერთობის პერსპექტივის უარყოფის საფუძველი.

ირაკლი კირცხალია აღნიშნავს, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა არ არის პოლიტიკური კომპრომისის საგანი.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის პარალელურად, როდესაც გაეროს გენერალური ასამბლეის უმაღლესი ტრიბუნიდან საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები უნდა გაჟღერდეს, ნიკა გვარამიას მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შესახებ გაკეთებული განცხადებები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.

მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი ბარამიძის მავნებლური განცხადებების შემდეგ, ნიკა გვარამიას პოზიცია კიდევ ერთხელ აყენებს საკითხს, თუ რა ადგილი უკავია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ოპოზიციის ევროპული ინტეგრაციის ხედვაში.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხის ევროპული ინტეგრაციის შემაფერხებელ გარემოებად წარმოჩენას შესაძლოა, მძიმე პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს, რომლებთანაც ნდობის აღდგენა და მშვიდობიანი თანაცხოვრება საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ამოცანაა.

არც ერთი პოლიტიკური მიზანი არ უნდა გახდეს ოკუპაციის შედეგებთან შეგუების, საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების გადახედვის ან აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ურთიერთობის პერსპექტივის უარყოფის საფუძველი.

საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებზე პოლიტიკური პოზიციები შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, კონკრეტულად რას გულისხმობს თითოეული ე.წ. პოლიტიკური ძალა და რისთვის ირჩევენ ამ მოღალატეობრივ გზას. ფაქტია, რომ როგორც სხვა ყველა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში აგენტურას მხარდაჭერა გარე ძალებისგან აქვს, უფრო მეტიც, ზედმიწევნით მიჰყვებიან უცხოეთიდან მიღებულ დავალებებს, თუმცა ქართული საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება მათ პროპაგანდისტულ გზავნილებს.

საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა არ არის პოლიტიკური კომპრომისის საგანი. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხზე ნებისმიერი პოლიტიკური ინიციატივა უნდა ემსახურებოდეს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების უფლებების დაცვასა და საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში მშვიდობიანი თანაცხოვრების აღდგენას. საქართველოს ხელისუფლების და ქართული სახელმწიფოს ყველა ნაბიჯი ამ მიზანს ემსახურება და ე.წ. პოლიტიკოსების მცდელობებს არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია”, – წერს ირაკლი კირცხალია.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

9 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

10 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

10 სთ წინ3 წთ