— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ჩვენი ქვეყნის პირველი პირებისა და “ქართული ოცნების” სხვა წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვა მათთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს და ეს მათზე გავლენას ვერ მოახდენდა

ირაკლი კირცხალია: ჩვენი ქვეყნის პირველი პირებისა და “ქართული ოცნების” სხვა წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაკეთდა…

ორწლიანი მუქარის, ევროკავშირის მხრიდან გადაწყვეტილების მექანიზმში ცვლილებების შეტანისა და ხმამაღალი განცხადებების შემდეგ დადგა დღე, როდესაც „ევრობიუროკრატიებმა”, რეალურად კი მათ უკან მდგარმა „დიფ სთეითმა“ „ქმედითი ნაბიჯების“ გადადგმა გადაწყვიტა და არც მეტი, არც ნაკლები, ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას მხარი დაუჭირა, – აღნიშნულია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ირაკლი კირცხალიას განცხადებით,  ქვეყნის პირველი პირებისთვის და “ქართული ოცნების” სხვა წარმომადგენლებისთვის  დიპლომატიური პასპორტის შეზღუდვა დაბრკოლებას არ წარმოადგენს.

“საინტერესოა, რომ გასული წლის 27 იანვარს ევროკავშირმა დაახლოებით იმავე შინაარსის გადაწყვეტილება, რომელიც განსხვავებულ სამართლებრივ ბაზას ეყრდნობოდა, უკვე მიიღო. მაშინ, ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს მიეცათ უფლება, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის შეზღუდვები ინდივიდუალურად დაეწესებინათ, რაც 13 სახელმწიფომ გააკეთა კიდეც. დღეს მიღებული გადაწყვეტილება კი ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნისთვის სავალდებულოა, შესაბამისად ერთიანად და ერთნაირად იქნება გამოყენებული.

ჩვენი ქვეყნის პირველი პირებისა და ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვა მათთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს და ეს მათზე გავლენას ვერ მოახდენდა. იმასთან ერთად, რომ თუკი სასწორზე ქვეყნის ინტერესები და სავიზო რიგში დგომა დევს, ეს უკანასკნელი პრობლემას არ წარმოადგენს, ითქვა ისიც, რომ მსგავსი გადაწყვეტილება, გარკვეულწილად, სიმბოლურ დატვირთვას ატარებს და უხეში ფორმით თავის გამოჩენის მცდელობას წააგავს, რადგანაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს, ასევე აქვთ ჩვეულებრივი პასპორტები, რომლით ევროპაში გადაადგილებაც უვიზოდ შეუძლიათ,”- ვკითხულობთ ირაკლი კირცხალიას განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები.

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

2 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

2 სთ წინ2 წთ
თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს… პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს

3 სთ წინ5 წთ