— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – “დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს დაჩქარებული წესით მივიღებთ

ირაკლი კირცხალია – “დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს დაჩქარებული წესით მივიღებთ

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს დაჩქარებული წესით მივიღებთ. ეს არის კანონპროექტი, რომელიც შედგება რამდენიმე პაკეტისგან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა და იგი პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს ბიუროს სხდომაზე გააჟღერა.

„მას დაჩქარებული წესით მივიღებთ. ზოგადად, ეს არის კანონპროექტი, რომელიც შედგება რამდენიმე პაკეტისგან. ამნისტიასა და შეღავათებს რომ თავი დავანებოთ, მოწესრიგდება ეს მიმართულება.

ძალიან მნიშვნელოვანია ერთი – როდესაც შენ საუბრობ ბიზნესზე, მეწარმეობაზე, ეკონომიკაზე, ყოველთვის პულსი უნდა გედოს ბიზნესის მოთხოვნაზე. როდესაც აწესებ რაღაც რეგულაციას, მას აუცილებლად უნდა მოერგოს ფიზიკური პირი თუ ნებისმიერი ბიზნესი, მცირე თუ საშუალო მეწარმე და ეს ცოცხალი პროცესია. ბიზნესის, მთავრობისა და სახელმწიფოს კოორდინაციის, ურთიერთობის შედეგია შემდეგ ის გადაწყვეტილება, რომელი გადაწყვეტილებაც დღეს მივიღეთ“, – განაცხადა კირცხალიამ.

მისივე თქმით, დადებითი საკანონმდებლო ცვლილებები კი შემდეგ პირდაპირ აისახება განხორციელებულ ინვესტიციებში.

„ეს ყველაფერი შემდეგ კონვერტირდება იმ ეკონომიკურ ზრდაში, ახალ ბიზნესებში, მოზიდულ ინვესტიციებში და წლიდან წლამდე ახალ უცხოურ ინვესტიციებში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება. ასე, რომ არ არსებობს არანაირი ეკონომიკური ზრდა, არ არსებობს ბიზნესის განვითარება იმ პირობებში, თუ სახელმწიფო ყოველწუთიერად არ უსმენს ბიზნესის მოთხოვნებს და არ მისდევს იმ გამოწვევებს, რომელიც გამოწვევებიც ნებისმიერ დროს შეიძლება, შეექმნას მცირე, საშუალო თუ დიდ მეწარმეს ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა კირცხალიამ.

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომელიც საპენსიო ფონდის მიერ დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელების – ჯარიმებისგან დამსაქმებელთა გათავისუფლებას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

10 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

10 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

10 სთ წინ3 წთ