— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: დეკანოიძე, დანი და ძმანი მისნი ქადაგებდნენ, რომ თურმე საქართველო ყოფილა შავი ხვრელი, თურმე ჩვენი ქვეყანა გამოიყენებოდა სანქციების გვერდის ავლისთვის. ეს ხომ გამოვიარეთ, ეს ხომ ვნახეთ

ირაკლი კირცხალია: დეკანოიძე, დანი და ძმანი მისნი ქადაგებდნენ, რომ თურმე საქართველო ყოფილა შავი ხვრელი, თურმე ჩვენი ქვეყანა…

ამას კიდევ ერთხელ დაესვა წერტილი სწორედ იმ სახელი და გვარების მიერ და მხრიდან, რომელთაც ერთხელ უკვე დაუსვეს ამ ბინძურ სპეკულაციას წერტილი, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ რადიკალების ცრუ ნარატივთან დაკავშირებით, რომ საქართველო არის სანქციების გვერდის ავლის ჰაბი.

ირაკლი კირცხალიას თქმით, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, დეკანოიძე, დანი და ძმანი მისნი, ქადაგებდნენ, რომ თურმე საქართველო ყოფილა შავი ხვრელი.

„ქადაგებდნენ, რომ თურმე ჩვენი ქვეყანა გამოიყენებოდა სანქციების გვერდის ავლისთვის. პირდაპირ გვადანაშაულებდნენ. გავიხსენოთ ქალბატონი ლაკა ხოშტარია, მისი განცხადებები როგორ აგროვებდა ყალბ და ცრუ ფაქტებს თავისი პატრონებისთვის. ეს კიდევ დიდი ცინიზმია, როდესაც ხოშტარიაზე გვაქვს საუბარი და რუსეთთან დამოკიდებულებაზე. თქვენ თვითონ ახსენეთ კითხვაში ის ე.წ. პოლიტიკოსები, რომლებიც ამ აგენტების რიტორიკას კი არ ჰყვებიან, არამედ ავტორები არიან ამ რიტორიკის. გვახსოვს, რომ თურმე რაღაც სარეცხი მანქანები გაჰქონდათ, სხვადასხვა ტექნიკა გადიოდა თურმე ჩვენი ქვეყნიდან რუსეთის ფედერაციაში, რომლითაც შემდეგ ხდებოდა უკრაინის ფრონტზე რაღაც საბრძოლო მასალის შექმნა. სრული მარაზმი.

ჩამოვიდნენ, ო’ბრაიანი იყო თუ არ ვცდები, ბატონი სალივანი იყო. შეისწავლეს ეს ყველაფერი და ვნახეთ როგორი დასკვნა დაიდო. შემდეგ მადლობის წერილიც ვნახეთ. იგივე მოხდა ახლა.

როდესაც ვამბობთ და როდესაც ვთქვი ინტერვიუს დასაწყისში რომ ერთგვარი დეჟავიუ გვაქვს, არამხოლოდ ჩვენ, არამედ საზოგადოებას, ვგულისხმობ იმას, რომ ისევ იგივე რიტორიკა. ახლა შემოვიდა აქ, მაშინაც იყო, რომ რაღაც სამხედროების გადამზადება მიდის ჩვენს ქვეყანაში, რომ თითქოს ტერორისტები ემზადებოდნენ ჩვენს ქვეყანაში. ჩეჩნეთთან დაკავშირებული, რომ ვინ შემოდის თურმე ჩვენს ქვეყანაში. უცხო ქვეყნის ნომრის მანქანების გადაღება და შემდეგ ამის ფეისბუქზე ატვირთვა. ეს ხომ გამოვიარეთ, ეს ხომ ვნახეთ“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

მსგავსი სიახლეები.

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს პოლიტიკა

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

6 სთ წინ1 წთ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

9 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

10 სთ წინ2 წთ