— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – გავაგრძელებთ იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს

ირაკლი კირცხალია – გავაგრძელებთ იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს

გავაგრძელებთ იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

კირცხალიას თქმით, ქვეყნის ეკონომიკა 100 მილიარდს გადასცდა.

„ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგისტრალური გზა მთავრდება, ახალი აეროპორტები, გაფართოება არსებული აეროპორტის, ახალი აეროპორტის მშენებლობა, რკინიგზის მოდერნიზება. ყველა მიმართულებით წინსვლა გვაქვს. ისტორიულ მაქსიმუმზე გავდივართ წლიდან წლამდე. ამას საზოგადოება ხედავს. სიღარიბის დონე სამჯერ შემცირებულია.

რა თქმა უნდა, ყველაფერი იდეალურად არ არის და ერთ დღეში ყველაფერი იდეალურად ვერ იქნება, მაგრამ შევხედოთ თუ როგორი ნაბიჯებით მივდივართ, როგორი გიგანტური ნაბიჯებით მივდივართ და სად ვართ წლიდან წლამდე.

კიდევ ერთხელ, მაქსიმალურად გამოვიყენებთ იმ გეოგრაფიულ მდებარეობას, რომელიც ჩვენ გვაქვს. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ იმ დერეფანთან დაკავშირებით, იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს მსოფლიოშია და რომელიც შესაძლოა ნებისმიერ დროს წარმოიშვას, ჩვენი ქვეყანა იყოს რეგიონში მშვიდობის კუნძული. სტაბილური ინვესტიციების გარემო. რამდენი ინვესტიცია შემოვიდა, რამხელა კომპანიები შემოდიან. პორტის მშენებლობა გამომრჩა, ის მოდელი, რომელ მოდელზეც ჩამოვყალიბდით, როგორი სახელმწიფოებრივი მიდგომაა და რა ინვესტიციებს მოიზიდავს შემდეგ ის მიდგომა, რომელიც ახლა დავაანონსეთ. „იგლ ჰილსის“ ინვესტიცია გავიხსენოთ. ეს რას მოაქვს, მოაქვს ერთს, სტაბილურ გარემოს და მომავალში სტაბილურობის შეგრძნებას. როგორც შიგნით, ჩვენი ბიზნესისთვის, ასევე გარე ინვესტორებისთვის, ჩვენ ამ პოლიტიკას აუცილებლად გავაგრძელებთ“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.