— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – ისინი პირველი, ვისაც და რასაც ებრძვიან, არიან ავტორიტეტები იმ ქვეყნებში, რომელი ქვეყანაც სურთ, რომ დაიმორჩილონ და გახადონ თავისი მართული

ირაკლი კირცხალია – ისინი პირველი, ვისაც და რასაც ებრძვიან, არიან ავტორიტეტები იმ ქვეყნებში, რომელი ქვეყანაც სურთ, რომ…

ისინი პირველი, ვისაც და რასაც ებრძვიან, არიან ავტორიტეტები იმ ქვეყნებში, რომელი ქვეყანაც სურთ, რომ დაიმორჩილონ და გახადონ თავისი მართული და პროქსი სახელმწიფო და დაიმონონ ხელისუფლება და ხალხი იმ ქვეყანაში, სადაც მათ ეს სურთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ლგბტ პროპაგანდაში ქართული ეკლესიის ჩართვის მცდელობასთან დაკავშირებით ანდრია ჯაღმაიძის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, საპატრიარქოსთან მიმართებით ევრობიუროკრატების რიტორიკა არ არის გასაკვირი და ამას მტკიცებაც არ სჭირდება, ვინაიდან ანალოგიურ განცხადებებს ისინი არც პირდაპირ ეთერებში ერიდებიან.

“არც არის ზედმეტი მტკიცება და დასტური საჭირო, საზოგადოება ამას ხედავს პირდაპირ ეთერში და მოწოდებებიდან გამომდინარე, უტევდნენ, უტევენ და შეუტევენ, მაგრამ ეს ძალიან კონტრპროდუქტიულია მათთვის. მათი ასეთი ქმედებების შედეგად ვხედავთ შემდეგ იმ პასუხს საზოგადოების მხრიდან. საპატრიარქოც, ხელისუფლებაც, საზოგადოებაც და ჩვენი ქვეყანაც ყოველთვის იქნება თავაწეული, მოწოდების სიმაღლეზე და დაიცავს თავის ღირსებას, სარწმუნოებას და იდენტობას“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ლგბტ პროპაგანდაში ქართული ეკლესიის ჩართვის მცდელობასა და დახურული შეხვედრების დეტალებზე „იმედის კვირის“ ექსკლუზიურ ინტერვიუში დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ისაუბრა. მისი თქმით, ეკლესიას ევროპიდან ლგბტ პროპაგანდაში დახმარებას სთხოვდნენ. საქართველოში ამ მოთხოვნით, ბელგიის საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი იყო ჩამოსული, ბრიუსელში კი შეხვედრა გაიმართა ანდიურს კუბილიუსთან და რასა იუკნევიჩეინესთან, მათ საქართველოს საპატრიარქოსგან უარი მიიღეს.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

10 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

11 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

11 სთ წინ3 წთ