— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ოპონენტებზე: საზოგადოების გახლეჩა იყო მათი პირდაპირი და მთავარი დავალება. არ დაგვავიწყდეს, ეს იყო ხალხი, რომელმაც სტუდიაში მიიწვია და გმირად გამოაცხადა ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც დედაზე თქვა უარი

ირაკლი კირცხალია ოპონენტებზე: საზოგადოების გახლეჩა იყო მათი პირდაპირი და მთავარი დავალება. არ დაგვავიწყდეს, ეს იყო ხალხი…

„ყველას კარგად გვახსოვს ის განცხადებები, რა განცხადებები მოჰყვა ერთი წლის წინ ამ ცვლილებას, ამ კანონის მიღებას. ეს არახალია, მათ 2009 წლიდან უნდა სცოდნოდათ ეს ყველაფერი ძალიან კარგად“- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით საუბრისას გადაცემაში „იმედი live“ განაცხადა. 

მისი თქმით, როდესაც საზოგადოებიდან დაკვეთაა, რომ იყოს ჯანსაღი სიტუაცია როგორც პოლიტიკაში, ასევე მედიაში, კეთილი უნდა ინებონ, გააშუქონ და საზოგადოებრივი აზრი ყველა მხრივ წარმოადგინონ კორექტულად. 

„როდესაც ვსაუბრობთ სიჯანსაღეზე, როდესაც ვსაუბრობთ ჯანსაღ პოლემიკაზე, როდესაც ვსაუბრობთ ჯანსაღ გამოხატვის თავისუფლებაზე, ჯანსაღ სიტყვის თავისუფლებაზე, ჯანსაღ ოპონირებაზე, რა თქმა უნდა, აქ  უდიდესი წვლილი შეაქვს მედიას. დღეს, მათივე ხელშეწყობით, ისინი, პირველ რიგში, რას უწყობდნენ ხელს? ისინი უწყობდნენ ხელს პოლარიზაციას, მაქსიმალურ პოლარიზაციას უწყობდნენ ხელს და გახსოვთ ის არნახული ბულინგი, რომელი ბულინგიც ხორციელდება თუნდაც, ამ ტელევიზიის ჟურნალისტების მიმართ და სხვადასხვა ტელევიზიის ჟურნალისტების მიმართ, ის სრულიად ანტიკოლეგიალური დამოკიდებულება იმიტომ, რომ სიძულვილის ენა ეს იყო -საზოგადოების გახლეჩა. საზოგადოების გახლეჩა იყო მათი პირდაპირი და მთავარი დავალება. არ დაგვავიწყდეს, ეს იყო ხალხი, რომელმაც ხელი ჩამოართვა, სტუდიაში მიიწვია და გმირად გამოაცხადა ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც დედაზე თქვა უარი და ეს შეუქო. დედაზე, მშობელზე უარის თქმა, არ მახსოვს იმ ბიჭის გვარი, აი მართლა საცოდაობაა, ტრაგედიაა, საქართველოში არის ტრაგედია. მანაგაძე?- არ მახსოვს გვარი ნამდვილად. ახალგაზრდა ბიჭი, 20-22 წლის ბიჭი, აქტივისტი ამათი,  ჩათრეული აი ამათ რაღაც ამაზრზენ მოძრაობაში, რომელმაც თქვა, დედაჩემს არ ვესაუბრები, დედა არ მყავსო. აი, მახსოვს კადრი, ტელევიზორში ვუყურებდი ჭავჭავაძეზე ხდებოდა ეს, რომ მე დედა აღარ მყავსო და ეს შეუქეს. აი ასეთი დონის სიბინძურეს და ოჯახებში თესავდნენ პოლარიზაციას ეს უსინდისოები“- განაცხადა კირცხალიამ.

მსგავსი სიახლეები.

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს პოლიტიკა

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

11 სთ წინ1 წთ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

15 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

15 სთ წინ2 წთ