— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: როდესაც ყველაფერს აკეთებ სიცრუით, ცრუ ნარატივით, ცრუ დასმენით, როდესაც არანაირი ფაქტი არ გაქვს და ამას აკეთებ შენი ქვეყნის წინააღმდეგ, იხვეწები, რომ ჩემი ქვეყანა დაასანქცირეთ, საბოტაჟია აბა რა არის?!

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: როდესაც ყველაფერს აკეთებ სიცრუით, ცრუ ნარატივით, ცრუ დასმენით, როდესაც არანაირი ფაქტი არ გაქვს…

როდესაც ყველაფერს აკეთებ სიცრუით, ცრუ ნარატივით, ცრუ დასმენით, არაობიექტურად, არაობიექტურად კიდევ ძალიან რბილი შეფასებაა, სრულ სიცრუეზე დაყრდნობით. არანაირი ფაქტი როდესაც არ გაქვს, ამას როდესაც აკეთებ შენი ქვეყნის წინააღმდეგ აი ამ ცრუ ბრალდებებით როდესაც იხვეწები, რომ ჩემი ქვეყანა დაასანქცირე საბოტაჟია აბა რა არის?!-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, გადაცემაში „ღამის კურიერი“ ოპოზიციის კრიტიკასა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს შორის განსხვავებაზე საუბრისას.

ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ოპოზიციის მიერ განხორციელებული ყველა ქმედება ერთმანეთთან ჯაჭვურად არის დაკავშირებული და მიმართულია საბოტაჟისკენ.

„საბოტაჟია აბა რა არის როცა ამას აკეთებ, როცა ხელმოწერებს აგროვებ, რომ ოღონდ ჩვენ დაგვასანქცირეთ, სრულიად ცრუ ფაქტებზე დაყრდნობით რომ უნდათ თქვან, „ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა ქვეყანაში ოღონდ ჩვენ ვიყოთ ხელისუფლებაში“. ეს საბოტაჟია აბა რა არის?! ერთ პრიზმაში რომ შევხედოთ ერთი ხაზია ეს ყველაფერი, ჯაჭვურად არის ეს ყველაფერი ერთმანეთზე გადაბმული. არჩევნები ჩატარდა ყველამ კარგად ვიცით, ის რაღაცა გამოჟონილი ბიულეტენები, სასაცილო და კომედიური მდგომარეობა, რაც გააკეთეს გამოძიება ჩატარდა საერთაშორისო აუდიტები მოიწვიეს პროკურატურამ რამდენი გამოკითხა დალუქეს ყველაფერი, ყველაფერი დაამთავრეს ნული არგუმენტი. საერთოდ დასკვნები დაიდო, რას ჰქვია არალეგიტიმურად,“- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალიამ ასევე გაიხსენა ლევან ხაბეიშვილის საქმე, სადაც ის სპეცრაზმელებს ფულს სთავაზობდა და მოუწოდებდა საბოტაჟისკენ, შემდეგ კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გამართული პერფორმანსი მოიყვანა მაგალითად, რომელიც ხაბეიშვილის ქმედებისგან სწორედ იმით განსხვავდება, რომ ისჯება სისტემური დანაშაული და არა პერფორმანსი.

„ხაბეიშვილის საქმე, გახსოვთ თქვენ რასთან დაკავშირებით არის ეს ბატონი განმწესებული იქ, რა საქმეზე. გახსოვთ ის მასალები გამოძიების, რომელიც გასაჯაროვდა, რომ სისტემურად ის მოუწოდებდა ასე ვთქვათ საბოტაჟისკენ ამაში ფულს სთავაზობდა მოწოდება იყო ეს პირდაპირ სპეცრაზმელებს, სპეცრაზმის წევრებს და ვნახეთ ამაზე მოხდა გამოძიება და ეს ადამიანი მიცემულია პასუხისგებაში რა ვნახეთ იმავე დღეს? – მისი პოლიტიკური თანაგუნდელები მივიდნენ ვაჟა ფშაველაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან და დარბოდნენ ბანერებით რომ აი იმავეს ვიმეორებთ და ჩვენი განცხადება იყო მარტივი, რომ ისჯება არა პერფორმანსი, რა პერფორმანსსაც ეხლა თქვენ აკეთებთ, არამედ ისჯება სისტემური დანაშაული,“- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.