— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – პრემიერ-მინისტრი ხელს არასდროს ისეთს არაფერს მოაწერს, რაც ჩვენს ქვეყანას წინ დახვდება

ირაკლი კირცხალია – პრემიერ-მინისტრი ხელს არასდროს ისეთს არაფერს მოაწერს, რაც ჩვენს ქვეყანას წინ დახვდება

პრემიერ-მინისტრი ხელს არასდროს ისეთს არაფერს მოაწერს, რაც ჩვენს ქვეყანას წინ დახვდება, – განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ექსპერტ ვაჟა ბერიძის განცხადების პასუხად.

ასევე, უმრავლესობის ლიდერმა უპასუხა ბერიძის განცხადებას, რომელმაც ჩინეთს საქართველოს მომავალი სტრატეგიული პარტნიორი უწოდა.

“აქ მინდა პატარა შესწორება, ის არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ამით ჩვენ ვამაყობთ. წლიდან წლამდე ვაღრმავებთ ამ პარტნიორობას”, – აღნიშნა კირცხალიამ.

რაც შეეხება სავალუტო რეზერვებს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, საქართველოს სავალუტო რეზერვები 7 მლრდ-ს გადასცდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია.

“ესეც ჩვენი მულტივექტორული ეკონომიკიდან და პრაგმატული პოლიტიკიდან გამომდინარეობს. ასევე ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობასთან ერთად ახსენეთ ამერიკის შეერთებული შტატები. ერთ რაღაცას ვეტყვი საზოგადოებას, ჩვენ არავის არასდროს არაფერს ვეხვეწებით, ღმერთმა დაგვიფაროს, თავმოყვარე ერი ვინმეს რამე ვეხვეწოთ, ყოველ შემთხვევაში 1 მლნ 120 ათასი ადამიანი არც მუხლზე დგება და არც მუხლზე ჩოქვით ითხოვს რამეს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ღირსეული შეხედულებები ყველა მიმართულებით”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მსგავსი სიახლეები.