თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
რატი იონათამიშვილი: ძალადობრივ აქციებში მონაწილე ცხრა პირის მხრიდან დანაშაულის აღიარებამ და მონანიებამ, კიდევ ერთხელ ახადა ფარდა რადიკალურ ოპოზიციას და საზოგადოებას მათი  ამორალური ხასიათი დაანახა, ვინაიდან მათ შეწყალებული პირები საკუთარი ბულინგის მთავარ ობიექტებად აქციეს რატი იონათამიშვილი:  226 მსჯავრდებული მარიამობის დღესასწაულს საკუთარ ოჯახებში შეხვდა. ეს იყო სახელმწიფოს მეთაურის და სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ჰუმანური აქტი, რომელმაც იმ ადამიანებს, ვინც დანაშაული აღიარა და მოინანია, მისცა შესაძლებლობა,  დაუბრუნდნენ არა მხოლოდ საკუთარ ოჯახებს, არამედ კეთილსინდისიერი ცხოვრების წესს ლევან მახაშვილი: ისლანდიელების ხმა გასაგები აღმოჩნდა ბრიუსელისთვის. მაგრამ რატომღაც, ასეთი “გასაგები” არ ყოფილა ქართველების ხმა. ბრიუსელმა პატივი უნდა სცეს სხვა ხალხებს არა შერჩევითად, არამედ ყველას და რაც უფრო მალე და გულწრფელად სცემს პატივს ბრიუსელი საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩევნებზე გამოხატულ ნებას, მით მეტად შეინარჩუნებს საკუთარ სახეს ნანა კაკაბაძე: ნანი ბრეგვაძის მაღალი დონის პროფესიონალიზმს და შემოქმედებით ბიოგრაფიას ჩვენც სათანადოდ ვაფასებთ, მაგრამ როდესაც ის სამოქალაქო აქტივობაში ჩართვას ცდილობს და ბევრისთვის მიუღებელ პოზიციას აფიქსირებს, ამ შემთხვევაში საზოგადოებას სრული უფლება აქვს ობიექტურად შეაფასოს, მათ შორის გაშარჟებით, მისი სამოქალაქო პოზიცია და არა მისი პროფესიონალიზმი ირაკლი კირცხალია – საერთაშორისო სამართალი ყველასთვის ერთია, ის იცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – საერთაშორისო სამართალი ყველასთვის ერთია, ის იცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

ირაკლი კირცხალია – საერთაშორისო სამართალი ყველასთვის ერთია, ის იცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს…

საერთაშორისო სამართალი ყველასთვის ერთია, ის იცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და იგივე საერთაშორისო სამართალი იცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის გზა, მოთმინებით და გონიერებით მშვიდობის შენარჩუნებაა.

“ჩვენ არც უკრაინის მხარდაჭერისგან დაგვიხევია უკან. საქართველო წლების განმავლობაში უერთდება და მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ საერთაშორისო რეზოლუციებს.

ჩვენთვის პრინციპი მარტივია: საერთაშორისო სამართალი ყველასთვის ერთია. ის იცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და იგივე საერთაშორისო სამართალი იცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ამავე დროს ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა, არ დავუშვათ საქართველო კიდევ ერთხელ გახდეს ომის პოლიგონი.

ეს იყო ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის გზა, მოთმინებით და გონიერებით მშვიდობის შენარჩუნება!

ჩვენი მიზანია დეოკუპაცია, ჩვენი გზა მშვიდობა, ხოლო ჩვენი საბოლოო ამოცანა ერთიანი საქართველო, სადაც ქართველი აფხაზი და ოსი საკუთარ მომავალს კვლავ ერთად შექმნიან. ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრივი პოზიცია და ამ პოზიციას ვერავინ შეგვაცვლევინებს”, – განაცხადა კირცხალიამ.

მსგავსი სიახლეები.

რატი იონათამიშვილი: ძალადობრივ აქციებში მონაწილე ცხრა პირის მხრიდან დანაშაულის აღიარებამ და მონანიებამ, კიდევ ერთხელ ახადა… პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ძალადობრივ აქციებში მონაწილე ცხრა პირის მხრიდან დანაშაულის აღიარებამ და მონანიებამ, კიდევ ერთხელ ახადა ფარდა რადიკალურ ოპოზიციას და საზოგადოებას მათი  ამორალური ხასიათი დაანახა, ვინაიდან მათ შეწყალებული პირები საკუთარი ბულინგის მთავარ ობიექტებად აქციეს

2 წთ წინ3 წთ
რატი იონათამიშვილი: 226 მსჯავრდებული მარიამობის დღესასწაულს საკუთარ ოჯახებში შეხვდა. ეს იყო სახელმწიფოს მეთაურის და… პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი:  226 მსჯავრდებული მარიამობის დღესასწაულს საკუთარ ოჯახებში შეხვდა. ეს იყო სახელმწიფოს მეთაურის და სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ჰუმანური აქტი, რომელმაც იმ ადამიანებს, ვინც დანაშაული აღიარა და მოინანია, მისცა შესაძლებლობა,  დაუბრუნდნენ არა მხოლოდ საკუთარ ოჯახებს, არამედ კეთილსინდისიერი ცხოვრების წესს

4 წთ წინ2 წთ
ლევან მახაშვილი: ისლანდიელების ხმა გასაგები აღმოჩნდა ბრიუსელისთვის. მაგრამ რატომღაც, ასეთი “გასაგები” არ ყოფილა ქართველების… პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ისლანდიელების ხმა გასაგები აღმოჩნდა ბრიუსელისთვის. მაგრამ რატომღაც, ასეთი “გასაგები” არ ყოფილა ქართველების ხმა. ბრიუსელმა პატივი უნდა სცეს სხვა ხალხებს არა შერჩევითად, არამედ ყველას და რაც უფრო მალე და გულწრფელად სცემს პატივს ბრიუსელი საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩევნებზე გამოხატულ ნებას, მით მეტად შეინარჩუნებს საკუთარ სახეს

7 წთ წინ6 წთ