თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
რატი იონათამიშვილი: ძალადობრივ აქციებში მონაწილე ცხრა პირის მხრიდან დანაშაულის აღიარებამ და მონანიებამ, კიდევ ერთხელ ახადა ფარდა რადიკალურ ოპოზიციას და საზოგადოებას მათი  ამორალური ხასიათი დაანახა, ვინაიდან მათ შეწყალებული პირები საკუთარი ბულინგის მთავარ ობიექტებად აქციეს რატი იონათამიშვილი:  226 მსჯავრდებული მარიამობის დღესასწაულს საკუთარ ოჯახებში შეხვდა. ეს იყო სახელმწიფოს მეთაურის და სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ჰუმანური აქტი, რომელმაც იმ ადამიანებს, ვინც დანაშაული აღიარა და მოინანია, მისცა შესაძლებლობა,  დაუბრუნდნენ არა მხოლოდ საკუთარ ოჯახებს, არამედ კეთილსინდისიერი ცხოვრების წესს ლევან მახაშვილი: ისლანდიელების ხმა გასაგები აღმოჩნდა ბრიუსელისთვის. მაგრამ რატომღაც, ასეთი “გასაგები” არ ყოფილა ქართველების ხმა. ბრიუსელმა პატივი უნდა სცეს სხვა ხალხებს არა შერჩევითად, არამედ ყველას და რაც უფრო მალე და გულწრფელად სცემს პატივს ბრიუსელი საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩევნებზე გამოხატულ ნებას, მით მეტად შეინარჩუნებს საკუთარ სახეს ნანა კაკაბაძე: ნანი ბრეგვაძის მაღალი დონის პროფესიონალიზმს და შემოქმედებით ბიოგრაფიას ჩვენც სათანადოდ ვაფასებთ, მაგრამ როდესაც ის სამოქალაქო აქტივობაში ჩართვას ცდილობს და ბევრისთვის მიუღებელ პოზიციას აფიქსირებს, ამ შემთხვევაში საზოგადოებას სრული უფლება აქვს ობიექტურად შეაფასოს, მათ შორის გაშარჟებით, მისი სამოქალაქო პოზიცია და არა მისი პროფესიონალიზმი ირაკლი კირცხალია – საერთაშორისო სამართალი ყველასთვის ერთია, ის იცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – საქართველოს ეროვნული ინტერესები ვერ გახდება ვერც ერთი პარტიის პოლიტიკური ანგარიშსწორების, პირადი ამბიციის თუ გარე ინტერესების მომსახურების სივრცე

ირაკლი კირცხალია – საქართველოს ეროვნული ინტერესები ვერ გახდება ვერც ერთი პარტიის პოლიტიკური ანგარიშსწორების, პირადი…

საქართველოს ეროვნული ინტერესები ვერ გახდება ვერც ერთი პარტიის პოლიტიკური ანგარიშსწორების, პირადი ამბიციის თუ გარე ინტერესების მომსახურების სივრცე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში არ იცავდნენ საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს, დღეს ცდილობენ ყველაზე მტკივნეული ეროვნული საკითხები კვლავ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად აქციონ.

“გასული ზაფხულის განმავლობაში სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დავინახეთ, რამდენად სახიფათო შეიძლება გახდეს პოლიტიკური უპასუხისმგებლობა მაშინ, როდესაც ის უკვე აღარ ეხება მხოლოდ ხელისუფლებასა და ე.წ. ოპოზიციას შორის ჩვეულებრივ დაპირისპირებას და პირდაპირ ეხება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ტერიტორიულ მთლიანობას, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ქვეყნის მშვიდობიან მომავალს.

“ნაციონალური მოძრაობისა“ და მისგან წარმოქმნილი აგენტურული ჯგუფების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან კვლავ მოვისმინეთ განცხადებები, რომელთა შინაარსიც სცდება ჯანსაღი პოლიტიკური დისკუსიის ფარგლებს და აჩენს უმძიმეს კითხვებს, ვის ინტერესს ემსახურება ასეთი რიტორიკა? რას აძლევს ის საქართველოს და რაც მთავარია! რა ზიანის მოტანა შეუძლია მას ქვეყნისთვის.

როდესაც აგენტურული ქსელის ერთ-ერთი ლიდერი აფხაზეთის ომზე ისეთ განცხადებას აკეთებს, რომლის გამოც გენერალური პროკურატურა სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიებას იწყებს, ეს უკვე აღარ არის მხოლოდ პოლიტიკური პოლემიკის საკითხი, ეს სახელმწიფოსა და საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.

ჩვენ ვხედავთ მეტად სახიფათო ტენდენციას: ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში არ იცავდნენ საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს, დღეს ცდილობენ ყველაზე მტკივნეული ეროვნული საკითხები კვლავ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად აქციონ.

მათ რიტორიკაში კვლავ ჩნდება ისეთი გზავნილები, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს ქართულ და აფხაზ საზოგადოებებს შორის ისედაც ურთულესი ნდობის აღდგენის პროცესი, გააძლიეროს დაპირისპირება და შექმნას დამატებითი საფუძველი საქართველოს წინააღმდეგ მტრული პროპაგანდისთვის.

განსაკუთრებით მძიმეა ის, რომ მსგავსი განცხადებები კეთდება მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა წლების განმავლობაში უდიდესი სიფრთხილით აშენებს მშვიდობის, დეოკუპაციისა და შერიგების პოლიტიკას.

ამიტომ საჭიროა მკაფიოდ ითქვას: საქართველოს ეროვნული ინტერესები ვერ გახდება ვერც ერთი პარტიის პოლიტიკური ანგარიშსწორების, პირადი ამბიციის თუ გარე ინტერესების მომსახურების სივრცე.

საჭიროა ყველა იმ პოლიტიკური და გავლენის ქსელის სრული, სამართლებრივი და პოლიტიკური ლუსტრაცია, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად მუშაობს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის წინააღმდეგ.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ რა ინტერესს ემსახურება, ვინ ცდილობს ქართველი და აფხაზი საზოგადოების კიდევ უფრო დაშორებას და ვინ ქმნის ნიადაგს ახალი დაპირისპირებისთვის. 

ამის შეფასებისთვის საკმარისია უახლეს ისტორიას გადავხედოთ. 2008 წლის უმძიმესი ომის შემდეგ ჩვენ ვნახეთ მაშინდელი ხელისუფლების რიტორიკა და კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯები. ვნახეთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში საქართველოსთვის უკიდურესად მძიმე ფორმულირებები. ვნახეთ, როგორ თანაარსებობდა ხმამაღალი ანტირუსული რიტორიკა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების პრაქტიკულ გაღრმავებასთან. ანუ ერთი იყო სიტყვა და მეორე საქმე.

2022 წლის შემდეგ კი იმავე პოლიტიკური წრის რიტორიკა სრულიად სხვა მიმართულებით შეიცვალა. უკვე გვესმოდა საქართველოსთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა, რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების დაწესების მოთხოვნა, საუბარი “მეორე ფრონტზე“, დაუსაბუთებელი ბრალდებები თითქოს საქართველო საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენებოდა და მუდმივი მცდელობა, რომ ჩვენი ქვეყანა შესულიყო პირდაპირი ესკალაციის რეჟიმში.

ყველა ამ მოწოდებას ერთი შესაძლო შედეგი ჰქონდა საქართველოში მშვიდობის რისკის ქვეშ დაყენება. დღეს ეს პოლიტიკური ხაზი განსაკუთრებით სახიფათო ხდება, როდესაც საქმე აფხაზეთს ეხება.

სამ ათწლეულზე მეტი ხნის კონფლიქტის შემდეგ, როდესაც ქართველი და აფხაზი საზოგადოებების ერთმანეთთან დაბრუნებას თითოეული სიტყვის და თითოეული ნაბიჯის ფრთხილი გააზრება სჭირდება, ერთ უპასუხისმგებლო განცხადებას შეუძლია წლების განმავლობაში ნაშენი ნდობა ერთ დღეში დააზიანოს.

აფხაზეთის თემა არ არის პოლიტიკური ქულების დაწერის ადგილი. ვინც ამ თემას შიდა პოლიტიკური ბრძოლის ან რომელიმე გარე პოლიტიკური ინტერესის ინსტრუმენტად გამოიყენებს, უნდა იცოდეს, რომ მას უმკაცრესი პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაეკისრება”, – განაცხადა კირცხალიამ.

მსგავსი სიახლეები.

რატი იონათამიშვილი: ძალადობრივ აქციებში მონაწილე ცხრა პირის მხრიდან დანაშაულის აღიარებამ და მონანიებამ, კიდევ ერთხელ ახადა… პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ძალადობრივ აქციებში მონაწილე ცხრა პირის მხრიდან დანაშაულის აღიარებამ და მონანიებამ, კიდევ ერთხელ ახადა ფარდა რადიკალურ ოპოზიციას და საზოგადოებას მათი  ამორალური ხასიათი დაანახა, ვინაიდან მათ შეწყალებული პირები საკუთარი ბულინგის მთავარ ობიექტებად აქციეს

2 წთ წინ3 წთ
რატი იონათამიშვილი: 226 მსჯავრდებული მარიამობის დღესასწაულს საკუთარ ოჯახებში შეხვდა. ეს იყო სახელმწიფოს მეთაურის და… პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი:  226 მსჯავრდებული მარიამობის დღესასწაულს საკუთარ ოჯახებში შეხვდა. ეს იყო სახელმწიფოს მეთაურის და სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ჰუმანური აქტი, რომელმაც იმ ადამიანებს, ვინც დანაშაული აღიარა და მოინანია, მისცა შესაძლებლობა,  დაუბრუნდნენ არა მხოლოდ საკუთარ ოჯახებს, არამედ კეთილსინდისიერი ცხოვრების წესს

4 წთ წინ2 წთ
ლევან მახაშვილი: ისლანდიელების ხმა გასაგები აღმოჩნდა ბრიუსელისთვის. მაგრამ რატომღაც, ასეთი “გასაგები” არ ყოფილა ქართველების… პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ისლანდიელების ხმა გასაგები აღმოჩნდა ბრიუსელისთვის. მაგრამ რატომღაც, ასეთი “გასაგები” არ ყოფილა ქართველების ხმა. ბრიუსელმა პატივი უნდა სცეს სხვა ხალხებს არა შერჩევითად, არამედ ყველას და რაც უფრო მალე და გულწრფელად სცემს პატივს ბრიუსელი საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩევნებზე გამოხატულ ნებას, მით მეტად შეინარჩუნებს საკუთარ სახეს

7 წთ წინ6 წთ