— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ცრუ კაიას და ცრუ მარტას დაპირებები და მუქარები ღიმილის მომგვრელია ჩვენი გუნდისთვის და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი საზოგადოებისთვის ირაკლი კირცხალია – ყველა მიჩვეულია, რომ ყოველ ორშაბათს იმართება ხოლმე უმრავლესობის სხდომა და როდესაც სხვა თარიღი სახელდება, ამან გამოიწვია მითქმა-მოთქმა ირაკლი კაკაბაძეს და ქეთი დევდარიანს შორის დაპირისპირება გრძელდება: “რომელი პარტიის გგონია შენ საპნის ოპერა? ეგრე ვფიქრობ შენს შემოქმედებაზე – “ჩემი ცოლის დაქალებზე” ლადო სადღობელაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ნეშომპალად ქცეული მოძალადეების ნაშთი, რომელიც ერთი ჩამორეცხვაღა დარჩა გიორგი ჩაკვეტაძე ,,გახარიას პარტიას”: 2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც.მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა საქართველოს სანქცირება მოითხოვეს – ყოველთვის, როდესაც გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებთ, ამ უღირს წერილს შეგახსენებთ!
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: საზოგადოებას შეეძლება, შემოიყვანოს 6 წლამდე ზევით ავტომობილი, ოღონდ გადაიხდის სხვა ბაჟს. 0-დან 6 წლამდე რჩება ისე, როგორც იყო გათვლილი ინიციატივის დროს – ასე, რომ ეს კანონპროექტი გამოვა განსახილველად

საზოგადოებას შეეძლება, შემოიყვანოს ექვს წლამდე ზევით ავტომობილი, ოღონდ გადაიხდის სხვა ბაჟს. 0-დან 6 წლამდე რჩება ისე, როგორც იყო გათვლილი ინიციატივის დროს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.

მან ისაუბრა მიმდინარე კვირაში განსახილველ საკანონმდებლო ინიციატივებზე. მისივე თქმით, ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით კანონპროექტს განსახილველად გამოიტანენ.

„ყველას გახსოვთ პრემიერის გადაწყვეტილება, როდესაც გაუქმდა ის აკრძალვა – პირველ აპრილამდე ექვს წელზე ზემოთ ავტომობილების შემოყვანაზე და შეიცვალა საკითხით, რომელიც დაარეგულირებს, კერძოდ, კოდექსში შევა ცვლილება და გაიზრდება აქციზის გადასახადი. ასე, რომ არანაირი აკრძალვა აღარ იმოქმედებს. საზოგადოებას შეეძლება, შემოიყვანოს ექვს წლამდე ზევით ავტომობილი, ოღონდ გადაიხდის სხვა ბაჟს. 0-დან 6 წლამდე რჩება ისე, როგორც იყო გათვლილი ინიციატივის დროს. ასევე, მინდა შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მომავალზე, ჯანდაცვაზე, გარემოზე, განახლებულ ავტოპარკზე და გვინდა, რომ განახლდეს ავტოპარკი; როდესაც ვსაუბრობთ მოძველებულ ავტოპარკზე ასეთი სახის რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია. ასე, რომ ეს კანონპროექტი გამოვა განსახილველად.

ასევე, მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით ავტომოყვარულების სფეროში ეს საკითხიც და მეორე საკითხიც, რომელიც შეეხება რეტრო მანქანებს, რეტრო ავტომობილებს. აქაც 40-დან 30 წლამდე დაიწევს ზღვარი საკანონმდებლო კუთხით – მათი განბაჟების მიმართებით. ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. ასევე, მინდა გამოვეხმაურო იმ დადებით გამოხმაურებებს, რომელიც მივიღეთ სხვადასხვა ავტომოყვარულთა საზოგადოებიდან თუ კლუბიდან“, – განაცხადა კირცხალიამ.

მსგავსი სიახლეები.