— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ალბათ, მეცოლასთვის, კალასისთვის და კოსისთვის, დემოკრატია არის უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზე ირაკლი კირცხალია – ჩვენი გუნდისთვის, ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რას აფასებს ჩემი თანამოქალაქე ირაკლი კირცხალია ვიზალიბერალიზაციაზე – მერამდენედ უნდა ვნახოთ ეს ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენმა საზოგადოებამ გასცა პასუხი, რომ მათ შანტაჟს არ ექვემდებარება ირაკლი კირცხალია – ცრუ კაიას და ცრუ მარტას დაპირებები და მუქარები ღიმილის მომგვრელია ჩვენი გუნდისთვის და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი საზოგადოებისთვის ირაკლი კირცხალია – ყველა მიჩვეულია, რომ ყოველ ორშაბათს იმართება ხოლმე უმრავლესობის სხდომა და როდესაც სხვა თარიღი სახელდება, ამან გამოიწვია მითქმა-მოთქმა
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – ცრუ კაიას და ცრუ მარტას დაპირებები და მუქარები ღიმილის მომგვრელია ჩვენი გუნდისთვის და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი საზოგადოებისთვის

ცრუ კაიას და ცრუ მარტას დაპირებები და მუქარები ღიმილის მომგვრელია ჩვენი გუნდისთვის და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი საზოგადოებისთვის, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ კაია კალასის განცხადებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, მათ თითოეულ განცხადებასა და რეზოლუციაში მხოლოდ და მხოლოდ ისმის უტიფარი მუქარა, შეურაცხმყოფელი განცხადებები.

„სწორედ ამ ცრუ კაიების და ცრუ მარტების დამსახურებაა სამწუხაროდ ის რეიტინგი, რომელიც საქართველოში აქვს ევროპას და ევროკავშირს, რადგან სრულიად აცდენილია იმ ფასეულობებს და იმ ღირებულებით პრინციპებს, რაზეც იდგა ევროკავშირი. ვხედავთ, რომ თავიანთ ქვეყანაში იმკიან იმ მმართველობის შედეგებს, რომელ მმართველობასაც სამწუხაროდ, ვხედავთ ჩვენც და ხედავს მთელი მსოფლიოც.

იმკიან პირველ რიგში ეკონომიკური კუთხით. დათვალეს გერმანიაში თუ რამდენ წუთში რამდენი საწარმო კოტრდება. დღეს ვისმენთ საფრანგეთიდან, რომ დეფოლტის პირას დგას“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ასევე ისაუბრა დაკავშირებადობის ფორუმებზე საქართველოს არ მიწვევის ფაქტზეც.

„სრულიად ლოგიკური კითხვა ისმებოდა საზოგადოებაში, მედიაში – რას აპირებთ, როდესაც ასეთ რიტორიკას ხედავთ?! გახსოვთ „შუა დერეფნის“ და დაკავშირებადობის ფორუმებზე არ მიწვევა ჩვენი და ჩვენი ქვეყნის გარეშე განხილვა. თუ როგორ ჰქონდა უსამშობლოთა აგენტურას აწეული ეს თემა. და რა თქმა უნდა ლეგიტიმურ კითხვას სვამდნენ ჟურნალისტები ჩვენთან – რატომ არ ხართ მიწვეული? ჩვენ ერთი მარტივი პასუხი გვქონდა, რომ ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი. იმიტომ, რომ გამორიცხულია შავი ზღვის ქვეყნებს ესაუბრო, „შუა დერეფანზე“ ისაუბრო, დაკავშირებადობაზე ისაუბრო და საქართველო არ მიიწვიო. აბა ჩაიხედონ რუკაში?!“, – განმარტა კირცხალიამ.