თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: იმეორებენ იგივე თავდასხმას, რაც მათმა მართულმა და ხელისუფლებაში მყოფმა მეხუთე კოლონამ აქ დაატრიალა 2007 წელს

ირაკლი კირცხალია თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: იმეორებენ იგივე თავდასხმას, რაც მათმა მართულმა და ხელისუფლებაში მყოფმა…

ვეღარ არბევენ, ვეღარ ურტყამენ ფეხმძიმე ჟურნალისტებს, ვერ ამტვრევენ აპარატურას, მაგრამ ცდილობენ სრულიად უსუსურად ჩაახშონ და თავს დაესხან თავისუფალ სიტყვას, თავისუფალ მედიას, – განაცხადა გადაცემაში „იმედი live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ თავისუფალ მედიაზე ბრიტანეთიდან განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრისას.

მისივე თქმით, დღეს ბრიტანეთი იმეორებს იგივე თავდასხმას, რაც მართულმა და ხელისუფლებაში მყოფმა მეხუთე კოლონამ „იმედში“ 2007 წელს დაატრიალა.

„105 წელი გავიდა 1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ, ეს დღე ქართველებს გვახსენებს თუ რას ნიშნავს თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისთვის, სამშობლოსთვის, ღირსებისთვის ბრძოლა, ეს გრძელდება ყოველდღიურ რეჟიმში. ნიშანდობლივია, რომ ამ დღეს ვზივარ ტელევიზიაში, რომელიც მაშინ მეხუთე კოლონამ ფიზიკურად დაარბია, გვახსოვს რამდენიმეწლიანი ოკუპაცია, ძალადობრივი ოკუპაცია და დღეს უკვე ვხედავთ, მეხუთე კოლონას სრულად ძალგამოცლილს, სათავეში ჩაუდგნენ თავიანთი პატრონები და კლასიკური, ყველაზე ბოროტი საბჭოთა მეთოდებით ცდილობენ გამოიყენონ თავიანთი ძალა. ვეღარ არბევენ, ვეღარ ურტყამენ ფეხმძიმე ჟურნალისტებს, ვერ ამტვრევენ აპარატურას, მაგრამ ცდილობენ სრულიად უსუსურად ჩაახშონ და თავს დაესხან თავისუფალ სიტყვას, თავისუფალ მედიას. იმეორებენ იგივე თავდასხმას, რაც მათმა მართულმა და ხელისუფლებაში მყოფმა მეხუთე კოლონამ აქ დაატრიალა 2007 წელს. პატივია თითოეული ქართველისთვის ამ ტელეკომპანიაში მოსვლა, დღეს კიდევ განსაკუთრებულად შემიძლია ვთქვა, რომ ამაყი ვარ, რადგან დღესაც დგას ეს ტელევიზია, მისი ღირსეული გუნდი მშვიდობის, სამშობლოს, ერთიანობის სადარაჯოზე, როგორც ეს იყო და როგორი ისტორიაც აქვს ამ სახელს, რასაც „იმედი“ ჰქვია, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მსგავსი სიახლეები.

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი… პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება

13 სთ წინ4 წთ
თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ… პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა

15 სთ წინ2 წთ
ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

3 დღის წინ2 წთ